
ზვიად შალამბერიძე: რამდენიმე თვის წინ, წინასაარჩევნოდ ბლაჟევიჩის მსგავსი ადამიანები ჩამოდიოდნენ და კონკრეტულ მითითებებს აძლევდნენ ოპოზიციურ ფლანგზე მყოფ ადამიანებს
თამამად შეგვიძლია პარალელები გავავლოთ იმ სიტუაციებთან, რომელიც იყო თუნდაც, რამდენიმე თვის წინ, წინასაარჩევნოდ, როდესაც ბლაჟევიჩის მსგავსი ადამიანები ჩამოდიოდნენ და კონკრეტულ მითითებებს აძლევდნენ ოპოზიციურ ფლანგზე მყოფ ადამიანებს, - განაცხადა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ზვიად შალამბერიძემ.
მისივე თქმით, ყველა მსგავს შემთხვევაზე სახელმწიფო სათანადო რეაგირებას მოახდენს.
„ჩვენ ვნახეთ, რომ ყველა ასეთ შემთხვევაზე საქართველოს და ჩვენს საკანონმდებლო ორგანოებს ჰქონდათ შესაბამისი რეაგირება და მე დარწმუნებული ვარ ეს შემთხვევაც არ დარჩება რეაგირების გარეშე“, - აღნიშნა შალამბერიძემ.
„ქრონიკის“ ინფორმაციით, ოპოზიციას რევოლუციურ სცენარს ამჯერად „პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრის“ ერთ-ერთი ლიდერი, იგორ ბლაჟევიჩი უწერს. ინსტრუქციებს, ოპოზიციასთან ერთად, რამდენიმე ორგანიზაცია იღებს. მათ შორის არიან: მოძრაობა „ფარი-ერთობა“, ორგანიზაცია „წერტილი“ და „მომავლის აკადემია“.
იმედი
წყარო: imedinews.ge