
ზვიად შალამბერიძე: წლებია, თვალყურს ვადევნებთ, როგორ ერთიანდებიან წინასაარჩევნოდ, მერე იშლებიან. ცოტა ხანში ნახავთ, როგორ ჩამოიშლება ის ვითომ ოპოზიციური ერთიანობა, რომელიც თითქოს, ბოლო პერიოდში შექმნეს
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ზვიად შალამბერიძემ „ქრონიკასთან“ კომენტარი ოპოზიციურ ალიანსის ერთობაზე გააკეთა. კერძოდ, დატოვებს თუ არა „ნაციონალური მოძრაობა“ ოპოზიციურ ალიანსს.
„წლებია, საქართველოს საზოგადოება და ჩვენ ვადევნებთ თვალყურს, როგორ ერთიანდებიან წინასაარჩევნოდ, მერე იშლებიან, რადგან მათი მოსაზრებები და მათი აზრები ნამდვილად არ არის თანხვედრაში. შესაბამისად, ჩვენ დარწმუნებული ვართ, ძალიან ცოტა ხანში ნახავთ, როგორ ჩამოიშლება ის ვითომ ერთიანობა, რომელიც თითქოს, შექმნეს ბოლო პერიოდში“, - განაცხადა შალამბერიძემ.
დატოვებს თუ არა „ნაციონალური მოძრაობა“ ოპოზიციურ ალიანსს - საკითხი აქტუალური ალიანსის შექმნიდან 2 თვეში ოპოზიციურ პარტიებს შორის არსებული დაპირისპირების ფონზე გახდა. კოალიციის წევრი პარტიები მიხეილ სააკაშვილის პოზიციას და სტატუსებს აპროტესტებენ. „ნაციონალური მოძრაობაში“ ადასტურებენ, რომ ალიანსის დატოვებაზე მსჯელობა დაწყებულია.
იმედი
წყარო: imedinews.ge