ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრი საქართველოს დელეგაციაზე: ვფიქრობ, რომ აქ ყველა უნდა იყოს, საუბარი აუცილებელია, არ მომწონს ვინმეს გამორიცხვა. საჭიროა დიალოგი, საჭიროა საუბარი

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრი საქართველოს დელეგაციაზე: ვფიქრობ, რომ აქ ყველა უნდა იყოს, საუბარი აუცილებელია, არ მომწონს ვინმეს გამორიცხვა. საჭიროა დიალოგი, საჭიროა საუბარი

იმედი|imedinews.ge

ვფიქრობ, რომ აქ ყველა უნდა იყოს, რადგან ჩვენ გვჭირდება საუბარი, ჩვენ გვჭირდება დიალოგი. ისლანდიას სჭირდება საუბარი საქართველოსთან. საქართველოს სჭირდება საუბარი ისლანდიასთან. ასე ვუყურებ ამ საკითხს, - განაცხადა „ქრონიკასთან“ საუბრისას ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრმა სიგურდურ ჰელგ პალმასონიმ.

მისი თქმით, ის ფაქტი, რომ სტრასბურგში, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიას საქართველოს დელეგაცია არ ესწრება, არის ცუდი, მათ შორის „PACE“-თვის, ვინაიდან მნიშვნელოვანია საქართველოს პოზიციების მოსმენა იმ საკითხებზე, რომელსაც საგაზაფხულო სესიის ფარგლებში განიხილავს ასამბლეა.

ჟურნალისტის კითხვაზე, რას ფიქრობს ის საქართველოს ხელისუფლების პოზიციაზე, რომ თუ PACE უკან წაიღებს დათქმას ხელახალ არჩევნებთან დაკავშირებით, დელეგაცია დაუბრუნდება ასამბლეას, სიგურდურ ჰელგ პალმასონი აცხადებს, რომ „ეს სწორი პოზიციაა“.

„ვფიქრობ ეს სწორია, თუ ეს პროცესი ასე წავა, ვფიქრობ ეს კარგი იქნება. საუბარი აუცილებლად უნდა იყოს, არ მომწონს ვინმეს გამორიცხვა. საჭიროა დიალოგი, საჭიროა საუბარი. ეს არის ჩემი აზრი“, - განაცხადა სიგურდურ ჰელგ პალმასონიმ.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია