მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ირაკლი ხელაძე: ევროკავშირის ელჩისგან ვიხილეთ მორიგი სამარცხვინო თავდასხმა. ბოლო წლების განმავლობაში ევროპულ ბიუროკრატიას საქართველოში შეუსრულებელი მისია აქვს. მათ ვერ შეძლეს ხელისუფლების მართვის სადავეებიდან ჩამოშორება
ირაკლი ხელაძე: ევროკავშირის ელჩისგან ვიხილეთ მორიგი სამარცხვინო თავდასხმა. ბოლო წლების განმავლობაში ევროპულ ბიუროკრატიას საქართველოში შეუსრულებელი მისია აქვს. მათ ვერ შეძლეს ხელისუფლების მართვის სადავეებიდან ჩამოშორება

იმედი|imedinews.ge

ევროკავშირის ელჩისგან დღეს ვიხილეთ მორიგი სამარცხვინო თავდასხმა, რომლის მიზანიც პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ არის ხალხის დაშინება, დაშანტაჟება, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ირაკლი ხელაძემ „დღის ქრონიკაში“, პაველ ჰერჩინსკის განცხადების კომენტირებისას.

მისივე თქმით, ბოლო წლების განმავლობაში ევროპულ ბიუროკრატიას საქართველოში შეუსრულებელი მისია აქვს. მათ ვერ შეძლეს ეროვნული ხელისუფლების მართვის სადავეებიდან ჩამოშორება. ხელაძე მიიჩნევს, რომ ჰერჩინსკის განცხადება ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევის მორიგი მცდელობაა.

„ძალიან სამწუხაროა, იმ მრავალწლიანი მუშაობის შემდეგ, რაც ჰერჩინსკის საქართველოში უწევს ყოფნა, მან ელემენტარულის გარკვევა ვერ შეძლო. ვერ გაარკვია, ქართველი ადამიანის ხასიათი, ვერ გაარკვია ქართველი ადამიანის ბუნება, საერთოდ ვერ გაერკვა მოცემულობაში.

ჩვენ ვნახეთ მორიგი წარუმატებელი მცდელობა, რომ როგორმე შეარყიონ, შეასუსტონ როგორც სახელმწიფოს პოზიციები, ასევე „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პოზიციები. რა განცხადებებიც არ უნდა აკეთონ, ჩვენს თანამოქალაქეებს უკვე ჩამოყალიბებული აზრი აქვთ ჰერჩინსკის მიმართ. იგი წლების განმავლობაში გამოირჩეოდა ასეთი უპასუხისმგებლო განცხადებებით. გახსოვთ, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები. ოპოზიციის ჩვეულებრივ აქტივისტად გადაიქცა. პირდაპირ მოწოდებებს აკეთებდა, ვიდეო-რგოლებს წერდა იმისთვის, რომ მოწოდებები გაეკეთებინა, თუ ვინ უნდა აერჩია ქართველ ხალხს. თუმცა, ქართველ ხალხმა კარგად იცის, რა სჭირდება დღეს ქართულ სახელმწიფოს, რა სჭირდება ჩვენი ქვეყნის განვითარებას“, - განაცხადა ხელაძემ.

საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა: „ჩვენ არ უნდა დავუშვათ, რომ საქართველო და შესანიშნავი, თბილი, სტუმართმოყვარე ქართველი ხალხი დაბრუნდეს ძალადობის, სამოქალაქო ომის, სიღარიბის, გაჭირვების, კორუფციის ბნელ დროში“.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

დიასპორის კომიტეტმა კასპში გასვლითი სხდომა გამართა

დიასპორის კომიტეტმა კასპში გასვლითი სხდომა გამართა

იმედი

დიუშენის სინდრომი - ცდები მედიკამენტზე. „ქრონიკის“ სიუჟეტი

დიუშენის სინდრომი - ცდები მედიკამენტზე. „ქრონიკის“ სიუჟეტი

იმედი

ოპოზიციური ერთობის დარღვეული ერთგულება - გაერთიანების შექმნიდან ორი თვის თავზე, „ნაციონალური  მოძრაობა“ ალიანსის დასატოვებლად ემზადება. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ოპოზიციური ერთობის დარღვეული ერთგულება - გაერთიანების შექმნიდან ორი თვის თავზე, „ნაციონალური მოძრაობა“ ალიანსის დასატოვებლად ემზადება. „ქრონიკის“ სიუჟეტი

იმედი

ზელენსკი: უკრაინას არ სჭირდება ევროკავშირის სიმბოლური წევრობა - უკრაინა უპირობოდ იცავს ევროპას

ზელენსკი: უკრაინას არ სჭირდება ევროკავშირის სიმბოლური წევრობა - უკრაინა უპირობოდ იცავს ევროპას

იმედი