
პრემიერი: ძალიან დიდი მადლობა გეკა გელაძეს გასული არასრული ერთი წლის განმავლობაში გაწეული ძალიან დიდი სამუშაოსთვის, რომელმაც გარდამტეხი ცვლილებები მოგვიტანა დანაშაულთან ბრძოლის თვალსაზრისით
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ახლად დანიშნული შინაგან საქმეთა მინისტრი სულხან თამაზაშვილი უწყების თანამშრომლებს წარუდგინა და შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს, გეკა გელაძეს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.
მისი თქმით, ეს 11 თვე იყო გამორჩეულად წარმატებული შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის.
„ძალიან დიდი მადლობა გეკა გელაძეს გასული არასრული ერთი წლის განმავლობაში გაწეული ძალიან დიდი სამუშაოსთვის, რომელმაც გარდამტეხი ცვლილებები მოგვიტანა დანაშაულთან ბრძოლის თვალსაზრისით. ეს 11 თვე იყო გამორჩეულად წარმატებული შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის. ძალიან ბევრი პრობლემა იყო დაგროვილი სხვადასხვა მიმართულებით და ფუნდამენტურად შევძელით ვითარების შეცვლა. იყო პრობლემები კრიმინალის, ნარკოტიკული დანაშაულის, ორგანიზებული დანაშაულის კუთხით. ყველა მიმართულებით გვაქვს ძალიან ხელშესახები, ფუნდამენტური შედეგები. მინდა, მას და მის გუნდს განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო. დარწმუნებული ვარ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გეკა გელაძე იქნება ისეთივე წარმატებული, როგორც ამ პერიოდის განმავლობაში შინაგან საქმეთა მინისტრის პოზიციაზე“, - აღნიშნა კობახიძემ.
იმედი
წყარო: imedinews.ge