სულხან თამაზაშვილი: ჩემთვის ძალიან დიდი პატივი და პასუხისმგებლობაა დაბრუნება იმ ოჯახში, რასაც შსს ჰქვია. დიდი პატივია გაგრძელება, პროფესიონალ, ღირსეულ ადამიანებთან ერთად იმ საქმის კეთება, რასაც ქვეყნის სამსახური ჰქვია

სულხან თამაზაშვილი: ჩემთვის ძალიან დიდი პატივი და პასუხისმგებლობაა დაბრუნება იმ ოჯახში, რასაც შსს ჰქვია. დიდი პატივია გაგრძელება, პროფესიონალ, ღირსეულ ადამიანებთან ერთად იმ საქმის კეთება, რასაც ქვეყნის სამსახური ჰქვია

იმედი|imedinews.ge

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ახლად დანიშნული შინაგან საქმეთა მინისტრი სულხან თამაზაშვილი უწყების თანამშრომლებს წარუდგინა.

სულხან თამაზაშვილმა პრემიერ-მინისტრს, ასევე პარტია „ქართულ ოცნებას" და მის საპატიო თავმჯდომარეს ბიძინა ივანიშვილს გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა.

„დიდი მადლობა უპირველეს ყოვლისა ბატონ პრემიერ-მინისტრს, ასეთი ნდობის გამოცხადებისათვის. მინდა მადლობა გადავუხადო სრულიად პარტია „ქართული ოცნების“ გუნდს, მის საპატიო თავმჯდომარეს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს მხარდაჭერისათვის. მადლობა მინდა გადავუხადო ბატონ გეკა გელაძეს, ჩემს მეგობარს, ერთი წლის განმავლობაში ძალიან მნიშვნელოვანი წვლილისთვის და საქმიანობისთვის შინაგან საქმეთა სამინისტროში.

ჩემთვის, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი პატივია და პასუხისმგებლობა, დაბრუნება, იმ ოჯახში, რასაც შინაგან საქმეთა სამინისტრო ჰქვია. მოგეხსენებათ, მრავალი წელი მაქვს გატარებული თქვენთან ერთად ამ ოჯახში და დიდი პატივია გაგრძელება, პროფესიონალ, ღირსეულ ადამიანებთან ერთად, იმ საქმის კეთება, რასაც ჰქვია ქვეყნის სამსახური, მართლწესრიგის კანონის დაცვა და სამართლის აღდგენა.

ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ქვეყანაში შევინარჩუნოთ სიმშვიდე და სტაბილურობა“, - განაცხადა სულხან თამაზაშვილმა.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია