ამირან სალუქვაძე ჰერჩინსკის განცხადებაზე: მკვეთრად არადიპლომატიური და შეურაცხმყოფელია. რაც შეეხება „ბნელ წარსულში დაბრუნებას“, „ბნელ წარსულში“ ვიყავით უკვე და ზუსტად იმ ძალებს უჭერენ ახლა მხარს და უნდათ დაეხმარონ რევანშში

ამირან სალუქვაძე ჰერჩინსკის განცხადებაზე: მკვეთრად არადიპლომატიური და შეურაცხმყოფელია. რაც შეეხება „ბნელ წარსულში დაბრუნებას“, „ბნელ წარსულში“ ვიყავით უკვე და ზუსტად იმ ძალებს უჭერენ ახლა მხარს და უნდათ დაეხმარონ რევანშში

იმედი|imedinews.ge

მკვეთრად არადიპლომატიური და შეურაცხმყოფელი განცხადებაა, - ასე ეხმაურება ანალიტიკოსი ამირან სალუქვაძე ევროკავშირის ელჩის პაველ ჰერჩინსკის განცხადებას.

როგორც მან „დღის ქრონიკასთან“ აღნიშნა, საქართველოს მოსახლეობა არ დაუშვებს იმ სცენარის განვითარებას, რომელსაც სწორედ ევრობიუროკრატები ორკესტრირებენ და „ბნელ წარსულში“ არ დაბრუნდება.

„ახალი არაფერი ხდება, არც ჰერჩინსკის მხრიდან, არც ზოგადად ჩვენი ოპოზიციის გარე პატრონების მხრიდან. დიდი ხანია ცხადზე-ცხადია, რატომ სჭირდებათ აქ ყურმოჭრილი და იოლად მართვადი ხელისუფლება. რაც შეეხება თვითონ ჰერჩინსკის განცხადებას, მკვეთრად არადიპლომატიური და შეურაცხმყოფელია. რაც შეეხება „ბნელ წარსულში დაბრუნებას“, „ბნელ წარსულში“ ვიყავით უკვე და ზუსტად იმ ძალებს უჭერენ ახლა მხარს და უნდათ დაეხმარონ რევანშში. ეს არის „ბნელი წარსული“ და მას უარი უთხრა საზოგადოებამ. თუ ხელისუფლება შეიცვლება და როცა შეიცვლება, უნდა შეიცვალოს უკეთესით და არა რევანშისტული ძალებით, არა გარედან მართული ე.წ. პოლიტიკოსებით“, - განაცხადა ამირან სალუქვაძემ.

მისი თქმით, ჰერჩინსკი მოქმედებს კაია კალასის მითითებით და ატარებს იმ პოლიტიკას, რასაც ავალებენ.

„მკაფიოდ თქვა ჰერჩინსკიმ, რაღაც უნდა მოხდესო უახლოესი კვირების და თვეების განმავლობაში. თუ შევადარებთ ე.წ. ახალი ალიანსის განცხადებებს, გვარამია რასაც ამბობდა, რომ 26-ში თუ ვიქნებით ბევრნი და ა.შ. რაღაც მოხდებაო. არაფერი მოხდება, ისევ 4 ოქტომბრის ავანტიურის მზადება მიდის, ჩაუვარდებათ ესეც. ცალკე თემაა, რომ ამას აკეთებენ 26 მაისს, რომელიც არის საზეიმო დღე მთელი ერისთვის და იქ არ უნდა იყოს პოლიტიკური აქციის დღე. არის დღეები, როდესაც ერთად უნდა იდგეს ოპოზიციაც და ხელისუფლებაც, მაგრამ ჩვენ ოპოზიცია არ გვყავს, ჩვენ გვყავს გარედან მართული პოლიტიკური დივერსანტები და ალბათ ამისთვის ემზადებიან და ჰერჩინსკის მინიშნებაც ალბათ ეს იყო“, - განაცხადა ამირან სალუქვაძემ.

საქართველოში ევროკავშირის ელჩის განცხადებით, საქართველოს მომავალი ჯერ არ დაწერილა, მაგრამ ის, რაც მომავალ კვირებსა და თვეებში გადაწყდება, განსაზღვრავს, ეკუთვნის საქართველო ევროპული ქვეყნების ოჯახს თუ თავის ბნელ წარსულს დაუბრუნდება.

„ჩვენ არ უნდა დავუშვათ, რომ საქართველო და შესანიშნავი, თბილი, სტუმართმოყვარე ქართველი ხალხი დაბრუნდეს ძალადობის, სამოქალაქო ომის, სიღარიბის, გაჭირვების, კორუფციის ბნელ დროში“, - განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია