ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრი: საქართველოს დელეგაციის შეჩერება აღმაშფოთებელია. გერმანიაშიც კი გვაქვს გარკვეული ხარვეზები, ამიტომ არსებობს საარჩევნო სადამკვირვებლო მისიები

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრი: საქართველოს დელეგაციის შეჩერება აღმაშფოთებელია. გერმანიაშიც კი გვაქვს გარკვეული ხარვეზები, ამიტომ არსებობს საარჩევნო სადამკვირვებლო მისიები

იმედი|imedinews.ge

გერმანიაშიც კი გვაქვს გარკვეული ხარვეზები, ამიტომ არსებობს საარჩევნო სადამკვირვებლო მისიები, რომლებიც ქვეყანაში ჩადიან და რეკომენდაციებს აძლევენ, - განაცხადა „ქრონიკასთან“ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრმა მალტე კაუფმანიმ.

მისი თქმით, ევროსაბჭოში საქართველოს დელეგაციის შეჩერება აღმაშფოთებელია.

„პირადად მე ვფიქრობ, რომ საქართველოს დელეგაციის შეჩერება აღმაშფოთებელია. ისინი აქ უნდა იყვნენ. მაგალითად, დღეს გვქონდა გადაუდებელი დებატები ახლო აღმოსავლეთის სიტუაციაზე. ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველო აქაც იყოს მოლაპარაკებების მაგიდასთან და მონაწილეობდეს დებატებში. მიმაჩნია, რომ სრულიად მიუღებელია ის პირობა, რომელიც საქართველოს დელეგაციას წაუყენეს, რომ არჩევნები უნდა განმეორდეს. იმედი მაქვს, ეს გადაწყვეტილება მალე გადაიხედება და საქართველო დაბრუნდება სტრასბურგში. არცერთი დემოკრატია არ არის სრულყოფილი.

გერმანიაშიც კი გვაქვს გარკვეული ხარვეზები, ამიტომ არსებობს საარჩევნო სადამკვირვებლო მისიები, რომლებიც ქვეყანაში ჩადიან და რეკომენდაციებს აძლევენ. საქართველოს აქვს უფლება, აირჩიოს საკუთარი მთავრობა. ამიტომ მიმაჩნია, რომ ეს მოთხოვნა და პირობა - ხელახალი არჩევნების ჩატარება სრულიად მიუღებელია. რაც მივიღე ზოგადი ანგარიში, იყო ის, რომ არჩევნები ძირითადად თავისუფალი და სამართლიანი იყო, ამიტომ უნდა მივიღოთ ის, რაც ხალხმა გადაწყვიტა“, - აღნიშნა საპარლამენტო ასამბლეის წევრმა.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია