
გიორგი გამსახურდია ოპოზიციურ ალიანსში მიმდინარე დაპირისპირებაზე: ეს მაგონებს მოუნადირებელი დათვის ტყავის გაყოფის ცერემონიალს. საერთოდ არ მესმის რას იყოფენ, რაზე ვერ თანხმდებიან
ეს მაგონებს მოუნადირებელი დათვის ტყავის გაყოფის ცერემონიალს. საერთოდ არ მესმის რას იყოფენ, რაზე ვერ თანხმდებიან, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ გიორგი გამსახურდიამ ოპოზიციურ ალიანსში დაპირისპირებაზე.
წამყვანმა ჰკითხა, რა პროცესი მიმდინარეობს ახლა ოპოზიციურ ალიანსში.
„ეს მაგონებს მოუნადირებელი დათვის ტყავის გაყოფის ცერემონიალს. საერთოდ არ მესმის რას იყოფენ, რაზე ვერ თანხმდებიან. ესენი ხომ ერთი პოლიტიკური მამის და იდეის შვილები არიან?! წარმოგიდგენიათ გარეთ რა გამოვიდა და შიგნით რამხელა ზიზღია?! ესენი საერთოდ ვინმეს დაინდობენ?! მათთან როგორ შეიძლება საერთოდ რაიმე კონსტრუქციულზე საუბარი?! ოთახში 4-5 სულელი თუ ითამაშებს, რომ მე ნაპოლეონი ვარ, მე - ჰიტლერი, მე - სტალინიო, ითამაშონ, ეს იმ ოთახის იქით არ გავა. მათი დრო წავიდა პოლიტიკაში“, - აღნიშნა გამსახურდიამ.
იმედი
წყარო: imedinews.ge