
მაკა ბოჭორიშვილი „დელფოსის ეკონომიკურ ფორუმში“ მიიღებს მონაწილეობას, იგეგმება სიტყვით გამოსვლაც. „ქრონიკა“ საბერძნეთიდან
საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი საბერძნეთშია. მაკა ბოჭორიშვილი „დელფოსის ეკონომიკურ ფორუმში“ მიიღებს მონაწილეობას, იგეგმება სიტყვით გამოსვლაც.
„მნიშვნელოვანია საგარეო საქმეთა მინისტრის მონაწილეობა „დელფოსის“ რიგით მე-11 ფორუმში, სადაც გაიმართება მსჯელობა, როგორც ეკონომიკურ, ასევე, პოლიტიკურ საკითხებზე, რა თქმა უნდა გეოპოლიტიკურ პრიორიტეტებზე და მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებზე. მინისტრი მონაწილეობას მიიღებს სხვადასხვა დისკუსიაში, საპანელო დისკუსიაში, სადაც ისაუბრებს ქვეყნის საგარეო პოლიტიკაზე, ზოგადად, ქვეყნის მიზნებზე და რა თქმა უნდა ხაზს გაუსვამს ჩვენი ქვეყნის გეოპოლიტიკურ პრიორიტეტებს. მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების გათვალისწინებით, ძალიან მნიშვნელოვანია ამ ფორუმზე მონაწილეობა. საქართველოს როლი ძალიან მნიშვნელოვანია „შუა დერეფნის“ გამტარიანობის თვალსაზრისით. შექმნილი სიტუაციიდან და ვითარებიდან გამომდინარე, საქართველოს კიდევ უფრო მეტ როლს ითამაშებს ამ მიმართულებით“ - განაცხადა საბერძნეთში საქართველოს ელჩმა ლევან ბერიძემ.
იმედი
წყარო: imedinews.ge