არჩილ გორდულაძე „ნაცმოძრაობაზე“: ცდილობენ საზოგადოება მოატყუონ, თითქოს არ იცნობენ ბლაჟევიჩს. ძალიან კარგადაც იცნობენ და ძალიან კარგად არიან მასთან კოორდინაციაში

არჩილ გორდულაძე „ნაცმოძრაობაზე“: ცდილობენ საზოგადოება მოატყუონ, თითქოს არ იცნობენ ბლაჟევიჩს. ძალიან კარგადაც იცნობენ და ძალიან კარგად არიან მასთან კოორდინაციაში

იმედი|imedinews.ge

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს ურჩევნიათ სიმართლეს თვალი გაუსწორონ, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძემ.

დეპუტატმა კომენტარი გააკეთა „ნაციონალური მოძრაობისა“ და ჩეხი აქტივისტის, იგორ ბლაჟევიჩის კავშირის შესახებ, რომელსაც „ნაცმოძრაობაში“ უარყოფენ.

„ცდილობენ, საზოგადოება მოატყუონ, თითქოს არ იცნობენ ბლაჟევიჩს და როგორც მამუკა მდინარაძემ განაცხადა, ძალიან კარგადაც იცნობენ და ძალიან კარგადაც არიან მასთან კოორდინაციაში“, - აღნიშნა გორდულაძემ.

„ქრონიკის“ ინფორმაციით, ოპოზიციას რევოლუციურ სცენარს ამჯერად „პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრის“ ერთ-ერთი ლიდერი, იგორ ბლაჟევიჩი უწერს. ინსტრუქციებს, ოპოზიციასთან ერთად, რამდენიმე ორგანიზაცია იღებს. მათ შორის არიან: მოძრაობა „ფარი-ერთობა“, ორგანიზაცია „წერტილი“ და „მომავლის აკადემია“.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია