ლევან ჟორჟოლიანი: სტაბილურობა ქმნის კარგ საფუძველს იმისთვის, რომ ინვესტიციები მოვიზიდოთ, ეს ხელს შეუწყობს სტაბილურ ეკონომიკურ ზრდას, რათა ქვეყანამ მიიღოს მეტი შემოსავალი და ეს აისახოს მოსახლეობაზე

ლევან ჟორჟოლიანი: სტაბილურობა ქმნის კარგ საფუძველს იმისთვის, რომ ინვესტიციები მოვიზიდოთ, ეს ხელს შეუწყობს სტაბილურ ეკონომიკურ ზრდას, რათა ქვეყანამ მიიღოს მეტი შემოსავალი და ეს აისახოს მოსახლეობაზე

იმედი|imedinews.ge

სტაბილურობა ქმნის ძალიან კარგ საფუძველს იმისთვის, რომ ინვესტიციები მოვიზიდოთ ქვეყანაში, - განაცხადა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა.

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ხაზი გაუსვა საქართველოს როლს რეგიონში და აღნიშნა, რომ ქვეყნის დაკავშირებადობის ფუნქციის გასაზრდელად არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი ხორციელდება.

„ამ მიმართულებით ძალიან დიდი ინვესტიციებიც ხორციელდება, სახელმწიფო ინვესტიციებზე მაქვს საუბარი, ეს არის ინფრასტრუქტურა, მათ შორის მაგისტრალების მშენებლობა, რომელიც აქტიურად მიმდინარეობს. ასევე ისეთ დიდ პროექტებზე მიდის მუშაობა, როგორიც არის ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი, შავი ზღვის წყალქვეშა კაბელი, ასევე აეროპორტის პროექტი. ეს ყველაფერი უკავშირდება ენერგოუსაფრთხოებას, ეკონომიკას, დაკავშირებადობის კონცეფციის და ზოგადად, შუა დერეფნის განვითარებას და იმ ვალდებულებების შესრულებას, რომელიც ჩვენს პარტნიორებთან გვაქვს აღებული, რომ ვიქნებით კარგი პარტნიორი და ამ მიწოდების ჯაჭვში უზრუნველვყოფთ კომპანიებისთვის, რომ ვიყოთ ერთგვარი ლოჯისტიკური ჰაბი, სადაც შესაძლებელია ტვირთის გატარება, ან ბიზნესის წარმოება, ბიზნეს პროცესების წარმოება კომფორტულად, კარგი სერვისებით და ა.შ. პლუს ამას სტაბილურობა ქმნის ძალიან კარგ საფუძველს იმისთვის, რომ ინვესტიციები მოვიზიდოთ ქვეყანაში. გაორმაგდება ინვესტიციების მოზიდვის თვალსაზრისით სახელმწიფოს მუშაობა. ეკონომიკის განვითარების კორპორაცია ძალიან საინტერესო პროექტია, რომელიც კონსოლიდირებას ახდენს იმ პროდუქტების, რომლებიც ზოგადად ეკონომიკის სამინისტროს ჰქონდა და ეს კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს, რომ ჩვენ გვქონდეს ძალიან სტაბილური ეკონომიკური ზრდა და ქვეყანაში დღეს არსებული პოლიტიკური სტაბილურობა და მშვიდობა გამოვიყენოთ იმაში, რომ ქვეყანამ მიიღოს მეტი შემოსავალი და ეს შემდეგ უნდა აისახოს მოსახლეობაზე“, - განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია