გიორგი ვოლსკი ოპოზიციაზე: ზოგს მიაჩნია, რომ ჯობია ახალი „ნაცმოძრაობის“ იდეას წაჰყვეს და გვარამიას დაუჭიროს მხარი, მაგრამ არიან ორთოდოქსი „ნაცებიც“, რომლებიც სააკაშვილს ერთადერთად მიიჩნევენ. უნდა გვახსოვდეს, რომ ყველას ერთი ამოცანა აქვს

იმედი|imedinews.ge

საქართველოს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი ოპოზიციაში არსებულ დაპირისპირებას ეხმაურება.

მისი თქმით, რადიკალებს სურთ ისე წარმოაჩინონ თითქოს დემოკრატია და აზრთა სხვადასხვაობა აქვთ, თუმცა დავალება და მითითებები ყველასთვის საერთოა.

„ზოგს მიაჩნია, რომ ჯობია ახალი „ნაცმოძრაობის“ იდეას წაჰყვეს და გვარამიას დაუჭიროს მხარი, მაგრამ არიან ორთოდოქსი „ნაცებიც“, რომლებიც სააკაშვილს ერთადერთად მიიჩნევენ, აღმოსავლეთის ვაშინგტონად მიიჩნევენ, როგორც ის საკუთარ თავს უწოდებს. მაგრამ მიუხედავად ამ სარკაზმისა, მიუხედავად ამ განხილვებისა ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ ამოცანა არ შეცვლილა. ყველას ერთი ამოცანა აქვს და მითითებაც ერთი აქვთ, რომ ერთად იყვნენ გაერთიანებული და დაანახონ საზოგადოებას თითქოს აქ არსებობს რაღაც აზრთა სხვადასხვაობა, დემოკრატია და პლურალიზმი“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია