
თენგიზ შარმანაშვილი ოპოზიციაში დაპირისპირებაზე: კონკურენციაში არიან ვინ მიიღებს მეტ ფულს უცხოეთიდან, ვის დაერქმევა პირველი ოპოზიციონერი და მთელი ეს თანხები ვისთან მივა, ამას არკვევენ ერთმანეთში
კონკურენციაში არიან, ვინ მიიღებს მეტ ფულს უცხოეთიდან, ვის დაერქმევა პირველი ოპოზიციონერი და მთელი ეს თანხები ვისთან მივა, ამას არკვევენ ერთმანეთში, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თენგიზ შარმანაშვილმა.
მისი თქმით, ოპოზიცია მხოლოდ ფულზე ფიქრობს და არა სამშობლოზე ან დემოკრატიული პროცესების განვითარებაზე.
„დაპირისპირება ლოგიკური იყო. შეუთავსებელი ადამიანები შეიკრიბნენ, ერთმანეთს ვერ იტანენ, კონკურენციაში არიან ვინ მიიღებს მეტ ფულს უცხოეთიდან, ვის დაერქმევა პირველი ოპოზიციონერი და მთელი ეს თანხები ვისთან მივა, ამას არკვევენ ერთმანეთში. არ გეგონოთ მაღალ მატერიებსა და სამშობლოზე ფიქრობენ ან რაღაც დემოკრატიული პროცესების განვითარებაზე“,- აღნიშნა შარმანაშვილმა.
დაპირისპირება და ურთიერთბრალდებები ოპოზიციაში სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ, მიხეილ სააკაშვილის პოსტებს მოჰყვა.
იმედი
წყარო: imedinews.ge