მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ჯაბა ხუბუა: სინამდვილეში, კოლექტიური „ნაცბანდა“ წარმოადგენს ერთადერთი კაცის - სააკაშვილის პოლიტიკურ ჰიპოსტასს. შესაბამისად, როცა ჯალათები ხელისუფლებაში დაბრუნებას სააკაშვილის იგნორირებით ცდილობენ, უსამართლობაა
ჯაბა ხუბუა: სინამდვილეში, კოლექტიური „ნაცბანდა“ წარმოადგენს ერთადერთი კაცის - სააკაშვილის პოლიტიკურ ჰიპოსტასს. შესაბამისად, როცა ჯალათები ხელისუფლებაში დაბრუნებას სააკაშვილის იგნორირებით ცდილობენ, უსამართლობაა

იმედი|imedinews.ge

ბოლო დღეების განმავლობაში თვალს ვადევნებთ პოლიტიკურ სეირს, თუ როგორ ცდილობს კოლექტიური ნაცბანდის ერთი ნაწილი სააკაშვილისაგან დისტანცირებას და როგორ გააფთრებით ლამობს ნარცისიზმითა და განდიდების მანიით შეპყრობილი პატიმარი სააკაშვილი, შეეწინააღმდეგოს მისი პერსონის იგნორირების მცდელობას წვრილფეხა ნაცების მხრიდან, - წერს ჟურნალისტი ჯაბა ხუბუა X-ზე.

ხუბუას განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ მთელი პოლიტიკური არსება ყოველთვის იდგა და დგას მიხეილ სააკაშვილზე, შესაბამისად ის მართალია, როდესაც კოლექტიური „ნაცმოძრაობისგან“ იგნორირების მცდელობას ეწინააღმდეგება.

„ბოლო დღეების განმავლობაში თვალს ვადევნებთ პოლიტიკურ სეირს, თუ როგორ ცდილობს კოლექტიური ნაცბანდის ერთი ნაწილი სააკაშვილისაგან დისტანცირებას და როგორ გააფთრებით ლამობს ნარცისიზმითა და განდიდების მანიით შეპყრობილი პატიმარი სააკაშვილი, შეეწინააღმდეგოს მისი პერსონის იგნორირების მცდელობას წვრილფეხა ნაცების მხრიდან.

სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში სააკაშვილი მართალია, რადგან ნაცბანდის მთელი პოლიტიკური არსებობა, მთელი მისი ბოროტება და მავნებლობა, მთელი მისი ანტიეროვნულობა და ანტიადამიანურობა ყოველთვის იდგა და დღემდე დგას მხოლოდ და მხოლოდ სააკაშვილზე, როგორც პოლიტიკურ დემიურგზე. წრეგადასულ ძალადობას, ტერორს, ქუჩებში ახალგაზრდების ხოცვას, ციხეებში პატიმრების წამებასა და გაუპატიურებას, ბიზნესის რეკეტს, სიტყვის თავისუფლების ჩახშობას, მართლმსაჯულების სისტემის გაბახებას, ტერიტორიების დაკარგვასა და ყველა სხვა უბედურებას, რაც ნაცბანდის სახელს უკავშირდება, რეალურად, ერთი კაცის - სააკაშვილის სახელი ჰქვია, სხვა დანარჩენები კი მხოლოდ ბოროტების აღსასრულებლად საჭირო ინსტრუმენტები იყვნენ.

სინამდვილეში, გვარამიაც, ბოკერიაც, მერაბიშვილიც, ადეიშვილიც, ახალაიებიც, ვაშაძეებიც, ბოკუჩავებიც, ხოშტარიებიც, მეგის ქარდავებიც, კოხტა კოდუებიც და ის ყავარჯნიანი ჯალათებიც, მაგიდაზე დაბმულ ქართველ კაცებს რომ აუპატიურებდნენ, წარმოადგენენ ერთადერთი კაცის - სააკაშვილის პოლიტიკურ ჰიპოსტასებს. შესაბამისად, როცა ჯალათების ბანდას - კოლექტიურ ნაცმოძრაობას ხელისუფლებაში დაბრუნება სურს, მაგრამ ამის გაკეთებას უმთავრესი ჯალათის - სააკაშვილის იგნორირებითა და ,,პონტიდან მოტეხვით" ცდილობს, ეს უსამართლობაა, ხოლო სხვა სიტყვებით თუ ვიტყვით, ეს არის მეძავობა და ჩათლახობა. ნაცებო, ნუ ექცევით თქვენს ბელადს მეძავურად და ჩათლახურად! არ დაგავიწყდეთ, რომ მიშა ხართ და მიშად მიიქცევით!“- წერს ხუბუა X-ზე.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

Reuters: ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი დღეს ისლამაბადში ჩავა

Reuters: ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი დღეს ისლამაბადში ჩავა

იმედი

საფეხბურთო კლუბ „ჩიხურას“ ბაზის რეაბილიტაციის პროექტირებისთვის კონკურსი გამოცხადდა

საფეხბურთო კლუბ „ჩიხურას“ ბაზის რეაბილიტაციის პროექტირებისთვის კონკურსი გამოცხადდა

იმედი

ჯანდაცვის სამინისტრო მინიმალური საათობრივი ანაზღაურების რეფორმის ეფექტურობისთვის სამედიცინო დაწესებულებებს პერმანენტულად ამოწმებს

ჯანდაცვის სამინისტრო მინიმალური საათობრივი ანაზღაურების რეფორმის ეფექტურობისთვის სამედიცინო დაწესებულებებს პერმანენტულად ამოწმებს

იმედი

ხორვატიისა და ბელგიის პრემიერ-მინისტრების განცხადებით, ევროკავშირში უკრაინის მოკლე ვადებში გაწევრიანება არარეალურია

ხორვატიისა და ბელგიის პრემიერ-მინისტრების განცხადებით, ევროკავშირში უკრაინის მოკლე ვადებში გაწევრიანება არარეალურია

იმედი