მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა ენერგოომბუდსმენის მოვალეობის შემსრულებლის 2025 წლის ანგარიში მოისმინა
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა ენერგოომბუდსმენის მოვალეობის შემსრულებლის 2025 წლის ანგარიში მოისმინა

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა ენერგოომბუდსმენის მოვალეობის შემსრულებლის 2025 წლის ანგარიში მოისმინა

იმედი|imedinews.ge

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის მოვალეობის შემსრულებლის, ნინო გულეიშვილის 2025 წლის ანგარიში მოისმინა ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორში მომხმარებელთა უფლებრივი მდგომარეობის შესახებ. ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

მომხსენებლის განცხადებით, 2025 წელს ენერგოომბუდსმენის სამსახურში მომხმარებლების 1 100 განცხადება შევიდა, საიდანაც 506 განცხადება წყალმომარაგებას შეეხებოდა, 444 - ელექტროენერგიას, 102 - ბუნებრივ გაზს, 2 - ირიგაციას.

„2025 წელს 1050-ზე მეტი რეკომენდაცია გავეცით. 188 000 ლარზე მეტი არასწორად დარიცხული გადასახადი ჩამოიწერა. შემოსული განცხადებების 78% მომხმარებელთა სასარგებლოდ გადაწყდა, 5% - მედიაციით, 10% - ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, 7% - არ დაკმაყოფილდა“, - აღნიშნა ენერგოომბუდსმენის მოვალეობის შემსრულებელმა.

როგორც ნინო გულეიშვილმა აღნიშნა, სამსახური მნიშვნელოვან ყურადღებას აქცევდა მომხმარებელთა ცნობიერების ამაღლებას. ამ მიმართულებით განხორციელებული აქტივობების შედეგად, წინა წელთან შედარებით თითქმის ორჯერ გაიზარდა მოქალაქეთა განცხადებების რაოდენობა.

ენერგოომბუდსმენის მოვალეობის შემსრულებელმა დეტალურად ისაუბრა ელექტროენერგეტიკის, წყალმომარაგებისა და ბუნებრივი გაზის სექტორში არსებულ ტენდენციებზე, გამოწვევებსა და პრობლემებზე, რომლებიც მომხმარებელთა უფლებების რეალიზაციის პროცესში გამოვლინდა და ამ მიმართულებებით სამსახურის საქმიანობის შედეგებზე.

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორში მომხმარებელთა უფლებრივი მდგომარეობის შესახებ მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის მოვალეობის შემსრულებლის 2025 წლის ანგარიში ცნობად მიიღო და ის დადებითად შეაფასა.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

The European Conservative: საპარლამენტო არჩევნებში ვიქტორ ორბანის მარცხის შემდეგ, უნგრეთში ლგბტ თემატიკის ტელევიზიის შექმნა იგეგმება

The European Conservative: საპარლამენტო არჩევნებში ვიქტორ ორბანის მარცხის შემდეგ, უნგრეთში ლგბტ თემატიკის ტელევიზიის შექმნა იგეგმება

იმედი

გიორგი ვოლსკი ოპოზიციაზე: ზოგს მიაჩნია, რომ ჯობია ახალი „ნაცმოძრაობის“ იდეას წაჰყვეს და გვარამიას დაუჭიროს მხარი, მაგრამ არიან ორთოდოქსი „ნაცებიც“, რომლებიც სააკაშვილს ერთადერთად მიიჩნევენ. უნდა გვახსოვდეს, რომ ყველას ერთი ამოცანა აქვს

ყოფილი ევროკომისარი: მე მწამს საქართველოს ევროპული გზის. დიდი ხნის წინაც ვუჭერდი მხარს და მომავალშიც გავაგრძელებ თქვენი ქვეყნის მხარდაჭერას. საქართველო იმსახურებს ევროპულ მომავალს და მას ეს აუცილებლად ექნება

ლევან მაჭავარიანი: სააკაშვილს თავისივე გამოზრდილი მიშისტები აუმხედრდნენ. იციან, თუ როგორი დაზიანებულია სააკაშვილის, როგორც პოლიტიკოსის იმიჯი, თუმცა იმას ვერ აცნობიერებენ, რომ თავადაც ასე არიან დაზიანებულები