ირაკლი ქადაგიშვილი: დღეს „შუა დერეფანზე“ ვეღარავინ ისაუბრებდა, საქართველოსა და რუსეთს შორის კონფლიქტი სამხედრო მოქმედებებში რომ გადაზრდილიყო. ამის საშიშროება თვალნათლივ იდგა

ირაკლი ქადაგიშვილი: დღეს „შუა დერეფანზე“ ვეღარავინ ისაუბრებდა, საქართველოსა და რუსეთს შორის კონფლიქტი სამხედრო მოქმედებებში რომ გადაზრდილიყო. ამის საშიშროება თვალნათლივ იდგა

იმედი|imedinews.ge

დღეს „შუა დერეფანზე“ ვერავინ ვეღარ ისაუბრებდა საქართველოს და რუსეთს შორის, რომ კონფლიქტი სამხედრო მოქმედებებში გადაზრდილიყო. ამის საშიშროება თვალნათლივ იდგა, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა.

მისი თქმით, როგორც დღეს ევრობიუროკრატიამ „შუა დერეფნის“ აუცილებლობა დაინახა, ასევე, მიხვდება იმასაც, რომ საქართველოში პოლიტიკური სტაბილურობის შენარჩუნებას ხელშეწყობა სჭირდება და არა დაზიანება.

„როდესაც უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ ეს ვითარება ჩამოყალიბდა, მაშინ ჩვენ გვახსოვს, რომ პირდაპირი ზეწოლა იყო საქართველოზე, რომ ჩვენ აქტიური უნდა ვყოფილიყავით რუსეთის წინააღმდეგ - დაწყებული ეკონომიკური სანქციებიდან, დამთავრებული მოხალისე მეომრების გაგზავნით და ა.შ. იქ უფრო მძიმე და პირაპირი გზავნილებიც იყო. მაშინ მიზანი იყო ერთი - ფიქრობდნენ, რომ რუსეთის დამარცხება შესაძლებელი იქნებოდა და რაც მეტი მხრიდან მოხდებოდა შეტევის განხორციელება, მით უფრო დაასუსტებდა ეს რუსეთს. მაგრამ მეორეს მხრივ, ეს იქნებოდა საქართველოსთვის აბსოლუტურად დამაზიანებელი, დამანგრეველი და დღევანდელი გადმოსახედიდან თუ შევხედავთ „შუა დერეფნისთვისაც“ აბსოლუტურად დამაზიანებელი. დღეს, „შუა დერეფანზე“ ვერავინ ვეღარ ისაუბრებდა საქართველოს და რუსეთს შორის, რომ კონფლიქტი სამხედრო მოქმედებებში გადაზრდილიყო. ამის საშიშროება თვალნათლივ იდგა“, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია