
გიორგი ქაჯაია: ბატონი ჰერჩინსკი, ბატონი ფიშერი და დიდი ბრიტანეთის ელჩი აღქმებით ცხოვრობენ და არ სურთ ქართველი ხალხის რეალური სურვილი და დღის წესრიგი გაითავისონ
ანალიტიკოსი გიორგი ქაჯაია საქართველოში ევროკავშირის ელჩის პაველ ჰერჩინსკის განცხადებას „დღის ქრონიკაში“ გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ელჩის ეს ქმედება სტაბილურობისკენ მიმართული არ არის.
ანალიტიკოსის შეფასებით, თუ ჰერჩინსკი მსგავს განცხადებებს გააკეთებს, პოლარიზაციას უფრო გააღრმავებს.
„როდესაც სამოქალაქო ომზე საუბრობს, ამის საფუძველი უნდა არსებობდეს. მაშინ, როდესაც ქვეყანა ინსტიტუციურად ფუნქციონირებს და ქვეყანაში არის სიმშვიდე, სტაბილურობა და განვითარება და ამის წინაპირობა არ არსებობს, ეს შესაძლოა აღქმებზე გაკეთებული განცხადება იყოს. ან ბატონი ჰერჩინსკის განცხადებას შეიძლება ვუწოდოთ პოლიტიკური ჰიპერბოლა, მაგრამ ამავე დროს შესაძლოა აღვიქვათ იმ კონტექსტში, რომ თითქოს რაღაც „ნიუსი“ შექმნა რადიკალურმა ოპოზიციამ, რომ რაღაც მაშველი სიტყვა გადაუგდო კიდევ ერთხელ ექსტრემისტების დაჯგუფებას, რომელიც ქვეყანაში გვყავს.
ბატონი ჰერჩნსკი, ფიშერი და დიდი ბრიტანეთის ელჩი აღქმებით ცხოვრობენ და არ სურთ ქართველი ხალხის რეალური სურვილი და დღის წესრიგი გაითავისონ“, - აღნიშნა ანალიტიკოსმა.
საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა: „ჩვენ არ უნდა დავუშვათ, რომ საქართველო და შესანიშნავი, თბილი, სტუმართმოყვარე ქართველი ხალხი დაბრუნდეს ძალადობის, სამოქალაქო ომის, სიღარიბის, გაჭირვების, კორუფციის ბნელ დროში“.
იმედი
წყარო: imedinews.ge