
გურამ მაჭარაშვილი ჰერჩინსკის განცხადებაზე: ეს ადასტურებს იმას, რასაც ვამბობდით - ევრობიუროკრატია სერიოზულ კრიზისშია
პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი, გურამ მაჭარაშვილი საქართველოში ევროკავშირის ელჩის პაველ ჰერჩინსკის განცხადებას მედიასთან გამოეხმაურა. მისი თქმით, ელჩის ქმედება ადასტურებს იმას, რომ ევრობიუროკრატია სერიოზულ კრიზისშია.
„ჰერჩინსკის მივმართავ: ბნელ წარსულში რომ არ გვინდა დავბრუნდეთ და თქვენ რომ გვაბრუნებთ „ნაცმოძრაობის“ რეჟიმში?! მხარს რომ უჭერ „ნაცმოძრაობას“, აი იმ ბნელ წარსულში დაბრუნება არ უნდა საზოგადოებას.
27 ელჩს ხელი რომ ჩაჰკიდე და მიიყვანე იუსტიციის სამინისტროში, კვდება სააკაშვილიო, ხომ არ მოკვდა?! ხომ მშვენივრად გამოიყურება ახლა?! ამასთან დაკავშირებით ვინმემ ბოდიში მოიხადა?! - არავინ! რეზოლუციებში რომ მოუწოდებდით, სამხედრო კონფლიქტში შესულიყო საქართველო, სანქციები დაეწესებინა რუსეთისთვის, ასევე გამოეშვა კრიმინალი სააკაშვილი... ეს განცხადება მორიგ ჯერზე ადასტურებს იმას, რასაც ჩენ ვამბობდით - ევრობიუროკრატია სერიოზულ კრიზისშია“, - აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.
ევროკავშირის ელჩისგან, მიერ მიერ გაკეთებული განცხადებების გამო, კითხვებზე პასუხებს ელოდება ხელისუფლება, სწორედ ამ მოტივითაა დაბარებული საგარეო საქმეთა სამინისტროში პაველ ჰერჩინსკი.
საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა: „ჩვენ არ უნდა დავუშვათ, რომ საქართველო და შესანიშნავი, თბილი, სტუმართმოყვარე ქართველი ხალხი დაბრუნდეს ძალადობის, სამოქალაქო ომის, სიღარიბის, გაჭირვების, კორუფციის ბნელ დროში“.
იმედი
წყარო: imedinews.ge