არჩილ გორდულაძე ჰერჩინსკის განცხადებაზე: ეს კატასტროფაა, წარმოუდგენელია ასეთი განცხადება გააკეთოს იმ ორგანიზაციის წარმომადგენელმა, რომლის საფუძველიც დემოკრატიული უნდა იყოს

არჩილ გორდულაძე ჰერჩინსკის განცხადებაზე: ეს კატასტროფაა, წარმოუდგენელია ასეთი განცხადება გააკეთოს იმ ორგანიზაციის წარმომადგენელმა, რომლის საფუძველიც დემოკრატიული უნდა იყოს

იმედი|imedinews.ge

ეს კატასტროფაა, წარმოუდგენელია ასეთი განცხადება გააკეთოს იმ ორგანიზაციის წარმომადგენელმა, რომლის საფუძველიც დემოკრატიული უნდა იყოს და იყო კიდეც წარსულში, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძემ პაველ ჰერჩინსკის განცხადების შეფასებისას.

„კიდევ ერთი მაგალითი, რომ ევროპა უნდა დაბრუნდეს ევროკავშირში, რომელიც მთლიანად დაცლილია დემოკრატიისგან, ერების პატივისცემისგან. ერთ ადამიანს მეორე შეცვლის, მთავარია მის უკან მდგომ პირებში დამოკიდებულება შეიცვალოს რათა რეალური ურთიერთობა ჩამოყალიბდეს სახელმწიფოებს შორის“, - განაცხადა გორდულაძემ.

ევროკავშირის ელჩისგან, მიერ მიერ გაკეთებული განცხადებების გამო, კითხვებზე პასუხებს ელოდება ხელისუფლება, სწორედ ამ მოტივითაა დაბარებული საგარეო საქმეთა სამინისტროში პაველ ჰერჩინსკი.

საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა: „ჩვენ არ უნდა დავუშვათ, რომ საქართველო და შესანიშნავი, თბილი, სტუმართმოყვარე ქართველი ხალხი დაბრუნდეს ძალადობის, სამოქალაქო ომის, სიღარიბის, გაჭირვების, კორუფციის ბნელ დროში“.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია