მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. არჩილ გორდულაძე: ძალადობას რაც არ უნდა სახელი დაარქვა, ძალადობა მაინც ძალადობაა. მთავარია შინაარსი და არა მისი დასახელება
არჩილ გორდულაძე: ძალადობას რაც არ უნდა სახელი დაარქვა, ძალადობა მაინც ძალადობაა. მთავარია შინაარსი და არა მისი დასახელება

არჩილ გორდულაძე: ძალადობას რაც არ უნდა სახელი დაარქვა, ძალადობა მაინც ძალადობაა. მთავარია შინაარსი და არა მისი დასახელება

იმედი|imedinews.ge

ჯერ ჯარიმა იყო, არ გახდა საკმარისი, ვინაიდან თვითონ კი არ გადაიხადეს, სხვამ გადაუხადა გარედან, შემოიტანეს თანხები, - ასე უპასუხა იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძემ „ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის რეგიონულ კონფერენციაზე დასმულ კითხვას, რომ აქციებზე მდგომ ახალგაზრდებთან და ადამიანებთან დაკავშირებული კანონები ხომ არ არის ძალიან მკაცრი.

არჩილ გორდულაძის თქმით, პირდაპირი ფონდები ჰქონდათ შექმნილი, სადაც გარედან მიღებულ თანხას უხდიდნენ ადამიანებს.

„ანუ, შენ დაარღვიე, პრობლემა არ არის, კანონს არღვევ. სამაგიეროდ, მე მოვდივარ და ვიხდი ამისთვის ფულს. მაშინ ამ კანონს რა მიზანი აქვს საერთოდ, ხომ ვერ შეასრულებს. ვერც შეასრულა. ამიტომ, ბოლოს იძულებულები გავხდით, იქამდე მივიდა ჩვენი გუნდი, რომ თუ კანონი გვინდა კანონობდეს, უნდა იყოს მკაცრი.

შემთხვევით იმიტომ ხომ არა, რომ შემდეგ ეს ყველაფერი 4 ოქტომბერში უნდა გადაიზარდოს. ან 4 ოქტომბრის მსგავს მოვლენებში, სადაც შეიძლება, რომ თურმე ხავერდოვნად, რბილად, ლამაზად, ფუმფულად ხელისუფლება გადავატრიალოთ. ძალადობას რაც არ უნდა სახელი დაარქვა, ძალადობა მაინც ძალადობაა. მთავარია შინაარსი და არა მისი დასახელება“, - აღნიშნა მან.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ემანუელ მაკრონი: დემოკრატიაში ძალადობის ადგილი არ არის. სრულ მხარდაჭერას ვუცხადებ დონალდ ტრამპს

ემანუელ მაკრონი: დემოკრატიაში ძალადობის ადგილი არ არის. სრულ მხარდაჭერას ვუცხადებ დონალდ ტრამპს

იმედი

მცხეთა-მთიანეთის პოლიციამ დუშეთში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია 1 პირი

მცხეთა-მთიანეთის პოლიციამ დუშეთში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია 1 პირი

იმედი

კენიელმა სპორტსმენმა მარათონულ დისტანციაზე მსოფლიო რეკორდი დაამყარა

კენიელმა სპორტსმენმა მარათონულ დისტანციაზე მსოფლიო რეკორდი დაამყარა

იმედი

არჩილ გორდულაძე მამუკა მდინარაძეზე: უმჯობესია, რომ კონკრეტული ადამიანი იყოს, რომელიც სამართალდამცავ ორგანოებს კოორდინაციას გაუწევს, რომ ერთ სისტემად იზრუნონ ჩვენი ქვეყნის თავისუფლებაზე

არჩილ გორდულაძე მამუკა მდინარაძეზე: უმჯობესია, რომ კონკრეტული ადამიანი იყოს, რომელიც სამართალდამცავ ორგანოებს კოორდინაციას გაუწევს, რომ ერთ სისტემად იზრუნონ ჩვენი ქვეყნის თავისუფლებაზე

იმედი