დღეს მელანია ტრამპი თამარ ბაგრატიონს, სხვა პრეზიდენტების მეუღლეებთან ერთად, თეთრ სახლში უმასპინძლებს

დღეს მელანია ტრამპი თამარ ბაგრატიონს, სხვა პრეზიდენტების მეუღლეებთან ერთად, თეთრ სახლში უმასპინძლებს

იმედი|imedinews.ge

საქართველოს პირველი ლედის თამარ ბაგრატიონის ვაშინგტონში ვიზიტი გრძელდება. დღეს სამიტის ფარგლებში მელანია ტრამპი პრეზიდენტების მეუღლეებს თეთრ სახლში მრგვალი მაგიდის ფორმატში უმასპინძლებს.

ვიზიტის ფარგლებში, ორმხრივი შეხვედრები შედგა სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებთანაც. როგორც დელეგაციის წევრები აცხადებენ, შეხვედრებისას, კიდევ ერთხელ დაფიქსირდა მხარდაჭერა საქართველოს მიმართ.

საქართველოს პირველი ლედი თამარ ბაგრატიონი ამერიკის შეერთებული შტატების პირველი ლედის, მელანია ტრამპის მიწვევით ვაშინგტონში 23 მარტს გაემგზავრა. 24 მარტს მან მელანია ტრამპის ინიციატივით ორგანიზებული გლობალური სამიტის - „ერთად უკეთესი მომავლისთვის“ სამუშაო სესიის მონაწილეებს მიმართა.

თამარ ბაგრატიონი: მე წარმოვადგენ ერს, რომლის ისტორია სამ ათასწლეულზე მეტს ითვლის. საქართველოს საუკუნეების წინათ მართავდა თამარ მეფე - პირველი ქალი მონარქი, რომელიც მეფედ იწოდებოდა
გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია