
ბაია კვიციანი: გვქონდა საშუალება, რომ ძალიან წარმატებულ კომპანიებს გავსაუბრებოდით და სამომავლო თანამშრომლობაზე გვესაუბრა
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ ბაია კვიციანმა, რომელიც აშშ-ში საქართველოს პირველ ლედისთან ერთად იმყოფება, აშშ-ში გამართულ შეხვედრებთან დაკავშირებით მედიასთან ისაუბრა.
„სამუშაო სესიასთან ერთად წარმოდგენილი იყო ტექნოლოგიური ექსპოზიცია, რომელიც აერთიანებდა ადგილობრივ, ძალიან წარმატებულ კომპანიებს. ისეთ კომპანიებს, როგორიც არის „სტარლინკი“, ADOBE, „მაიკროსოფტი“, „მეტა“. გვქონდა საშუალება, რომ მათ გავსაუბრებოდით და სამომავლო თანამშრომლობაზე გვესაუბრა“, - აღნიშნა კვიციანმა.
საქართველოს პირველი ლედის თამარ ბაგრატიონის ვიზიტი ვაშინგტონში გრძელდება. დღეს სამიტის ფარგლებში მელანია ტრამპი პრეზიდენტების მეუღლეებს თეთრ სახლში მრგვალი მაგიდის ფორმატში უმასპინძლებს.
საქართველოს პირველი ლედი თამარ ბაგრატიონი ამერიკის შეერთებული შტატების პირველი ლედის, მელანია ტრამპის მიწვევით ვაშინგტონში 23 მარტს გაემგზავრა. 24 მარტს მან მელანია ტრამპის ინიციატივით ორგანიზებული გლობალური სამიტის - „ერთად უკეთესი მომავლისთვის“ სამუშაო სესიის მონაწილეებს მიმართა.
თამარ ბაგრატიონი: მე წარმოვადგენ ერს, რომლის ისტორია სამ ათასწლეულზე მეტს ითვლის. საქართველოს საუკუნეების წინათ მართავდა თამარ მეფე - პირველი ქალი მონარქი, რომელიც მეფედ იწოდებოდა
იმედი
წყარო: imedinews.ge