ზვიად შალამბერიძე სამი პოლონელი ევროპარლამენტარის მოთხოვნაზე: ვფიქრობთ, ის რეზოლუცია, რის მიღებასაც ისინი ცდილობენ, რეზოლუციად დარჩება, დარწმუნებული ვარ, ევროკავშირი არ გაითვალისწინებს

ზვიად შალამბერიძე სამი პოლონელი ევროპარლამენტარის მოთხოვნაზე: ვფიქრობთ, ის რეზოლუცია, რის მიღებასაც ისინი ცდილობენ, რეზოლუციად დარჩება, დარწმუნებული ვარ, ევროკავშირი არ გაითვალისწინებს

იმედი|imedinews.ge

ვფიქრობთ, რომ ის რეზოლუცია, რის მიღებასაც ისინი ცდილობენ, რეზოლუციად დარჩება, დარწმუნებული ვარ, ევროკავშირი არ გაითვალისწინებს, - განაცხადა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ზვიად შალამბერიძემ.

დეპუტატი გამოეხმაურა ერთ-ერთი ოპოზიციური მედიის ინფორმაციას, რომ სამი ევროპარლამენტარი ტელეკომპანია „იმედის“, „რუსთავი 2“-ისა და „პოსტივის“ სანქცირებას ითხოვს.

„პერიოდულად ხან ბალტიისპირეთის ქვეყნები აქტიურობენ კრიტიკული განცხადებებით საქართველოს მიმართ, ხან პოლონეთი. მათთვის არ კმარა მხოლოდ ორი ტელევიზია, ახლა „რუსთავი 2“-იც შეიტანეს სიაში. კიდევ გრძელდება შეტევა ქვეყნის მედიაზე და ვფიქრობთ, რომ ის რეზოლუცია, რის მიღებასაც ცდილობენ, რეზოლუციად დარჩება. დარწმუნებული ვარ, ევროკავშირი არ გაითვალისწინებს“, - აღნიშნა შალამბერიძემ.

ერთ-ერთი ოპოზიციური მედიის ცნობით, იმ დოკუმენტის მიხედვით, რომელიც მათ მოიპოვეს, სამი ევროპარლამენტარი ტელეკომპანია „იმედის“, „რუსთავი 2“-ის და „პოსტივის“ სანქცირებას ითხოვს. ისინი ევროპის სახალხო პარტიის წევრები არიან და დოკუმენტის გაზიარებას ევროპარლამენტს სთხოვენ.

თავისუფალ მედიაზე თავდასხმის მიზეზად დეზინფორმაციის გავრცელებას და ცილისმწამებლურ კამპანიას ასახელებენ, თუმცა კონკრეტულ მტკიცებულებებზე ამჯერადაც არაფერია ნათქვამი.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია