
გიორგი სოსიაშვილი ევროპიდან რუსეთში ნედლეულის ექსპორტის გაზრდაზე: როგორი ცინიზმია და საზოგადოებისთვის ნათლად აღსაქმელია ყველაფერი - იმ ფონზე, რომ ჩვენ აქ გვისანქცირებენ ტელევიზიებს, ხედავთ, რომ ევროპიდან თავად ამარაგებენ რუსეთს
როგორი ცინიზმია და საზოგადოებისთვის ნათლად აღსაქმელია ყველაფერი - იმ ფონზე, რომ ჩვენ აქ გვისანქცირებენ ტელევიზიებს, ხედავთ, რომ ევროპიდან თავად ამარაგებენ რუსეთს, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გიორგი სოსიაშვილმა.
იგი ამგვარად გამოეხმაურა ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც ევროპიდან რუსეთში სამხედრო წარმოებისთვის საჭირო ნედლეულის ექსპორტი გაიზარდა.
„ამ ინფორმაციის თანახმად, ალუმინის ერთ-ერთი მსხვილი ექსპორტი ხორციელდება [რუსეთში]. ჩვენ ამ დროს გვიკიჟინებდნენ, გვაიძულებდნენ, სანქციები დაგვეწესებინა რუსეთის წინააღმდეგ, ჩვენი ეკონომიკა ჩამოგვეშალა და ჩვენი მოსახლეობა შიმშილისთვის გაგვემეტებინა. ეს არის ორმაგი სტანდარტი და ეს არის მათი სახე”, - განაცხადა სოსიაშვილმა.
The Guardian-ის ინფორმაციით, უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, ევროპიდან რუსეთში ალუმინის წარმოებისთვის საჭირო ნედლეულის ექსპორტი გაიზარდა.
გამოცემა წერს, რომ ირლანდიის უმსხვილესი საწარმო ალუმინის ნედლეულის მიწოდების იმ ჯაჭვში შედის, რომელიც საბოლოოდ რუსულ სამხედრო წარმოებას კვებავს.
იმედი
წყარო: imedinews.ge