
ეკა სეფაშვილი პარლამენტართა აზიური ფორუმისა (AFPPD) და გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) მიერ ორგანიზებულ შეხვედრაში მონაწილეობს
იმედი|imedinews.ge
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „ხალხის ძალის“ თავმჯდომარის მოადგილე ეკა სეფაშვილი ოფიციალური ვიზიტით აშხაბადში იმყოფება.
როგორც „ხალხის ძალის“ მიერ გავრცელებულ პრესრელიზშია აღნიშნული, ეკა სეფაშვილი პარლამენტართა აზიური ფორუმისა (AFPPD) და გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) მიერ ორგანიზებულ შეხვედრაში მონაწილეობს.
კერძოდ, აშხაბადში იმართება გენდერული თანასწორობისა და ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის საკანონმდებლო მექანიზმების განვითარებისათვის ცენტრალური აზიისა და პარტნიორი ქვეყნების პარლამენტარების შესაძლებლობების გაძლიერების მიზნით თურქმენეთის პარლამენტის, მოსახლეობისა და განვითარების საკითხებში პარლამენტართა აზიური ფორუმი (AFPPD) და გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) მიერ დაგეგმილი შეხვედრა.
გაზიარება:
IM
იმედი
წყარო: imedinews.ge