
ტრამპმა განაცხადა, რომ ჩინეთში მაისში ჩავა
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინს პეკინში 14-15 მაისს შეხვდება. ეს ისტორიული ვიზიტი ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენების ფონზე გადაიდო.
ეს იქნება აშშ-ის პრეზიდენტის პირველი ვიზიტი ჩინეთში ბოლო თითქმის 10 წლის განმავლობაში. ტრამპი ასევე გეგმავს, რომ წლის ბოლოს სი ძინპინს ვაშინგტონში უმასპინძლოს. როგორც პრეზიდენტმა ოთხშაბათს Truth Social-ზე დაწერა, ოფიციალური პირები უკვე „ასრულებენ მზადებას ამ ისტორიული ვიზიტებისთვის“.
თეთრი სახლის პრესმდივანმა, კეროლაინ ლევიტმა დაადასტურა ტრამპის ვიზიტის თარიღები და ჟურნალისტებს განუცხადა, რომ პრეზიდენტმა სიმ გაგებით მიიღო ვიზიტის გადადების თხოვნა.
„პრეზიდენტმა სიმ გააცნობიერა, რომ პრეზიდენტისთვის ძალიან მნიშვნელოვანია აქ ყოფნა ამ საბრძოლო ოპერაციების მიმდინარეობისას“, - განაცხადა ლევიტმა ოთხშაბათს გამართულ ბრიფინგზე.
პეკინს ტრამპის მიერ დასახელებული თარიღები ჯერ არ დაუდასტურებია, თუმცა ჩინეთი, როგორც წესი, წინასწარ სი ძინპინის განრიგს იშვიათად აქვეყნებს.
იმედი
წყარო: imedinews.ge