შალვა პაპუაშვილი: მიუხედავად იმისა, რომ არის ცილისწამება საქართველოსთან დაკავშირებით, ვერცერთი ფაქტი ვერ დადასტურდა და ვერ მოიტანეს, რომ საქართველოში რაიმენაირად ხდება სანქციების დარღვევა

შალვა პაპუაშვილი: მიუხედავად იმისა, რომ არის ცილისწამება საქართველოსთან დაკავშირებით, ვერცერთი ფაქტი ვერ დადასტურდა და ვერ მოიტანეს, რომ საქართველოში რაიმენაირად ხდება სანქციების დარღვევა

იმედი|imedinews.ge

„რისკს ვერ ვხედავ, ვინაიდან შეზღუდვები გვაქვს დაწესებული დონეცკის და ამ ტერიტორიებიდან ეკონომიკურ, პოლიტიკურ ურთიერთობებზე. ასე, რომ ეს შეუძლებელია რაიმე ვაჭრობა ხდებოდეს“, - ასე უპასუხა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტის კითხვას, რომ „ქართველი ბიზნესმენი ოკუპირებული დონეცკიდან ქვანახშირისა და ლითონის შემოტანას გეგმავს და ხედავს თუ არა რისკს სანქციების გვერდის ავლაში“.

პაპუაშვილის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ არის ცილისწამება საქართველოსთან დაკავშირებით, ვერცერთი ფაქტი ვერ დადასტურდა და ვერ მოიტანეს, რომ საქართველოში რაიმენაირად ხდება სანქციების დარღვევა.

„კიდევ ერთხელ, არის შეზღუდვები დაწესებული. მიუხედავად იმისა, რომ არის ცილისწამება საქართველოსთან დაკავშირებით, ვერცერთი ფაქტი ვერ დადასტურდა და ვერ მოიტანეს, რომ საქართველოში რაიმენაირად ხდება სანქციების დარღვევა. ჩვენ ამ პირობებს ვიცავთ მიუხედავად იმისა, რომ უმადურია ევროკავშირი საქართველოს მიმართ. ვხედავთ, რომ იყო ცილისწამების მცდელობა ყულევთან დაკავშირებით. ასე პასუხობენ ჩვენს მხარდაჭერას. იცით, რომ ჩვენ არანაირი ვალდებულება არ გვაქვს ევროკავშირის სანქციები დავიცვათ, მაგრამ მხოლოდ უკრაინელი ხალხის გვერდში დგომის, პატივისცემის გამო უზრუნველყოფთ ამ ყველაფერს და არა ბრიუსელისთვის, კიევის ხელისუფლებისთვის. ამ უმადურობას ვხედავთ, მათ შორის ბრიუსელისგან ბოლო დროს უმადურობის მაგალითი იყო ყულევთან დაკავშირებით ცილისწამება, რომელიც დადასტურდა, რომ იყო აბსოლუტური ტყუილი. არანაირი მტკიცებულება არ არსებობდა სანქციების დარღვევისა, რომლის შემდეგაც ბოდიშიც კი ვერ მოვისმინეთ მათი მხრიდან“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია