ილჰამ ალიევი აზერბაიჯანში საქართველოს საელჩოს ეწვია და ილია მეორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ჩანაწერი გააკეთა

ილჰამ ალიევი აზერბაიჯანში საქართველოს საელჩოს ეწვია და ილია მეორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ჩანაწერი გააკეთა

იმედი|imedinews.ge

აზერბაიჯანის პრეზიდენტი, ილჰამ ალიევი ბაქოში საქართველოს საელჩოს ეწვია და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა. ინფორმაციას აზერბაიჯანის პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს.

„პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მისმა უწმინდესობამ, ილია მეორემ მთელი თავისი ცხოვრება და მოღვაწეობა მიუძღვნა კეთილშობილურ საქმეებს და რელიგიათაშორისი დიალოგის განვითარებას. მან აგრეთვე ხაზი გაუსვა, რომ ჩვენს ქვეყანაში მას ყოველთვის პატივისცემით გაიხსენებენ“, - აღნიშნულია პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

წიგნში გაკეთებული ჩანაწერის შემდეგ ალიევი აზერბაიჯანში საქართველოს ელჩს, ზურაბ პატარაძეს გაესაუბრა. პატარაძემ ალიევს მადლობა გადაუხადა საელჩოში სტუმრობისა და თანაგრძნობისთვის.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია