
შალვა პაპუაშვილი ბაჩო ახალაიაზე: სამართლებრივი შეფასება მიეცემა ამ ყველაფერს, პოლიტიკურად კი ყველა ვხვდებით, რომ ესენი არიან მოძალადეები, რომლებიც თავის დროზე თავზე დაასვეს ქართველ ხალხს, ძალადობრივი რეჟიმი ჩამოაყალიბებინეს
სამართლებრივი შეფასება მიეცემა ამ ყველაფერს, პოლიტიკურად კი ყველა ყველაფერს ვხვდებით, რომ ეს ხალხი არიან მოძალადეები, რომლებიც თავის დროზე თავზე დაასვეს ქართველ ხალხს, ძალადობრივი რეჟიმი ჩამოაყალიბებინეს. წამების სისტემა, რომელიც შეიქმნა ციხეებში ბიზნესის რეკეტი, მედიის შევიწროება, ეს ყველაფერი ხდებოდა საზღვარგარეთიდან ხელდასხმით, - აღნიშნა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა, ბაჩო ახალიას განცხადებასთან დაკავშირებით, რომ „ყველაფერი უნდა გაკეთდეს ხელისუფლების დასამხობად“.
მისი თქმით, რადიკალური ჯგუფების ძალადობრივი ქმედებები წახალისებული და დაფინანსებულია ბრიუსელის მხრიდან.
„4 ოქტომბრის „დამხობის შეკრება“ მხარდაჭერილი იყო ევროკავშირის მხრიდან. ვერ დაგვამხეს და ამის შემდეგ გაიტრუნნენ და ერთი დაგმობის სიტყვა არ მოგვისმენია ევროპელებისგან. სწორედ ეს სიჩუმე არის შემდეგ წამაქეზებელი ძალადობისა. წერილიც კი მაქვს მიწერილი ევროკავშირის ელჩისთვის, როდესაც პარლამენტის წევრებზე იყო თავდასხმა, მაშინ მივწერე, რომ თუ არ იქნება საჯარო, ღია დაგმობა ამ თავდასხმებისა ეს გაგებული იქნება, როგორც წაქეზება შემდგომი ძალადობისა. ორი თვეც არ იყო გასული, როდესაც მარიამ ლაშხს თავს დაესხნენ ევროკავშირის მხარდაჭერილი ადამიანები მცირეწლოვან შვილებთან ერთად. ამის შემდეგ კიდევე ერთხელ მივწერე წერილი, აი, ხომ ხედავთ, რომ არ გმობთ ეს შემდეგ ძალადობას იწვევს. იცით რა გააკეთა ევროკავშირის ელჩმა?! - არაფერი.
სწორედ ეს არის სინამდვილეში, რაც არის სურვილი, რომ ექსტრემიზმი, რადიკალიზმი, მუდმივი შფოთი ჰქონდეთ შემოტანილი საზოგადოებაში. ხელისუფლების დამხობა, არაღიარება ხელისუფლების ორგანოების, კონსტიტუციის ამის ნორმალიზება მოახდინონ. დღეს, რასაც აკეთებს ევროკავშირი საქართველოში, ეს არის ცივილიზაციური ტრაგედია ევროპის“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
იმედი
წყარო: imedinews.ge