მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. დავით ქართველიშვილი: საქართველო აღარ დგას არჩევანის წინაშე, თუ „სად შევიდეს“ - ჩვენი მყარი მისწრაფებაა, როგორ არ ვიქცეთ ნებისმიერი „სხვის“ ვასალურ დანამატად
დავით ქართველიშვილი: საქართველო აღარ დგას არჩევანის წინაშე, თუ „სად შევიდეს“ - ჩვენი მყარი მისწრაფებაა, როგორ არ ვიქცეთ ნებისმიერი „სხვის“ ვასალურ დანამატად

დავით ქართველიშვილი: საქართველო აღარ დგას არჩევანის წინაშე, თუ „სად შევიდეს“ - ჩვენი მყარი მისწრაფებაა, როგორ არ ვიქცეთ ნებისმიერი „სხვის“ ვასალურ დანამატად

იმედი|imedinews.ge

საქართველოს საგარეო-პოლიტიკურ კურსსა და მიმდინარე პროცესებს პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.

„საქართველო ვითარდება და მიისწრაფის მომავლისკენ, თუნდაც ახალი საკანონმდებლო ინიციატივების პრაქტიკულ ჭრილში ხორცშესხმის გზით” — წერს ექსპერტი და აღნიშნავს, რომ გარკვეული გლობალური ცენტრები ვერ ეწყობიან ახალ რეალობას.

„საქართველო ვითარდება და მიისწრაფის მომავლისკენ, თუნდაც ახალი საკანონმდებლო ინიციატივების პრაქტიკულ ჭრილში ხორცშესხმის გზით. იცვლება და ვითარდება ჩვენს გარშემო მსოფლიო — ერთადერთი, ვინც არ ვითარდება, ვერ ვითარდება და თითქოს ვერც იმჩნევს, რომ მომავალი სამყაროს ჩამოყალიბების „ქანქარა“ თავისი რყევების მაქსიმუმს აღწევს — ეს არის „ურსულასტანი“, დედაქალაქით „ბრიუკალასში“. ფსიქიატრიულ დონეზე საშიშ მდგომარეობაში იმყოფებიან — სულ რომ თავზე ჩამოენგრათ ევროსაბჭო-კავშირის უკვე აყროლებული კონფიგურაცია, მათი უკანასკნელი აღშფოთებული შეშფოთება საქართველოს ბოლო საკანონმდებლო ინიციატივებზე ექნებათ.

საქართველო დღეს, ჯერჯერობით დე-ფაქტო, უკვე აღარ დგას არჩევანის წინაშე, თუ „სად შევიდეს“ — ჩვენი მყარი მისწრაფებაა, როგორ არ ვიქცეთ ნებისმიერი „სხვის“ ვასალურ დანამატად. ნებისმიერი ინტეგრაციის ილუზია, სადაც ქვეყანა უბრალოდ იკარგება სხვის მიერ დაწერილ და მისთვის დამღუპველ უცხო წესებში, ქართული საზოგადოების უმრავლესობისთვის წარსულს ჩაბარდა. თვითგადარჩენის გზაზე მყოფი, ევროპული კონსერვატიული ლოგიკის მატარებელი ვიქტორ ორბანი, რობერტ ფიცო და ჯორჯა მელონი — ისინიც კი დიდი ხანია მიხვდნენ, რომ „ურსულასტანის“ ტყვეობის პირობებში სახელმწიფომ არა მოთხოვნის, არამედ ხისტი ვაჭრობის ალტერნატივა უნდა გამოიმუშავოს.

გასაოცარია, მაგრამ ამ ევროპულ ქვეყნებთან შედარებით, საქართველოს დღეს გაცილებით ძლიერი პოზიცია აქვს, ვიდრე მას ამის შესახებ გარედან ცდილობენ დაუმტკიცონ. ის უკვე დიდი ხანია არ არის არც მომავალი ვასალობის კანდიდატი, არც პერიფერია — არამედ მსოფლიო მნიშვნელობის საკვანძო ტერიტორია, რომლის გარეშე აღმოსავლეთ-დასავლეთის ლოგისტიკა თეორიულ სქემად რჩება. „ურსულასტანად“ გადაქცეული ევროპა ამ კონფიგურაციაში უკვე ვეღარ იქნება მიმზიდველი საინტეგრაციო „მიზანი“, არამედ მხოლოდ ერთ-ერთი, თუნდაც მნიშვნელოვანი ბაზარი. მისი სახით ტექნოლოგიების, სტანდარტებისა და გადახდისუნარიანი მომხმარებლის მიღება — რაციონალურია. მაგრამ ამ ყველაფერში პოლიტიკური პირობების მიღება და იდეოლოგიური ფასის გადახდა, რომლებიც შიდა სუვერენიტეტს აზიანებს, უკვე არა პრაგმატიზმია, არამედ ქვეყნის სისუსტე.

სწორედ ამიტომ „ორი ილიას ეპოქის“ საქართველო უარყოფს მისთვის თავსმოხვეულ დილემას — „ან ჩვენთან ხარ, ან ჩვენს წინააღმდეგ“. თანამედროვე საქართველო, რომელმაც თავის დღევანდელ პოზიციაში უამრავი სისხლი დაღვარა და მნიშვნელოვანი ზვარაკი შესწირა, სრულიად შეძლებს სხვაგვარად იმოქმედოს: შეინარჩუნოს ეკონომიკური ურთიერთობა ევროპასთან და არ გადაიქცეს „ურსულასტანის“ პოლიტიკური მართვის ობიექტად. პარალელურად ძლიერდება მეორე კონტურიც — ჩინეთი და რეგიონი (ცენტრალური აზია და სამხრეთ კავკასია). აქ ვითარების არანაირ რომანტიზირებას არა აქვს ადგილი — ეს არის მხოლოდ ცივი გამოთვლა, სადაც ჩინეთი არის ინსტრუმენტი: ინფრასტრუქტურა, ინვესტიციები, ტრანზიტის გაფართოება. მაგრამ არა ვიღაცის ან რაღაცის შემცვლელი და არც მფარველი.

იგივე ვითარება უნდა განვითარდეს ნელ-ნელა რუსეთთანაც: არანაირი იდეოლოგია, სახელმწიფო ინტერესების დათმობა, ქვეყნისთვის საზიანო კომპრომისი — მხოლოდ ცივი პრაგმატიზმი. ვაჭრობა შესაძლებელია, მოლაპარაკებები დასაშვებია, მაგრამ სახელმწიფოებრივი ინტერესების მკაცრი გათვალისწინებით. ეს არ არის პრინციპებისგან „გადახვევა“ — ეს არის მანევრის გაფართოება, როცა არცერთ გარე ცენტრს აღარ აქვს შენზე გავლენის მოხდენის მონოპოლია. სწორედ აქ არის მთავარი პასუხი: საქართველოს ძალა იმაში კი არ არის, რომ კვლავ აირჩიოს რომელიმე მხარე, არამედ იმაში, რომ აიძულოს ეს მხარეები ერთმანეთს შეეჯიბრონ კონკურენტულ ბრძოლაში „ქართული გულის მოსაგებად“.

დღეს ჩვენი გეოგრაფია უკვე პრობლემა კი არა — ჩვენი ძირითადი რესურსია, რომელიც სწორი პოლიტიკის შემთხვევაში ყველა პოტენციურ პარტნიორზე დადებითი ზეწოლის ინსტრუმენტად იქცევა. ხელისუფლების სტრატეგია ამ თვალსაზრისით მაქსიმალურად ნათელია: არ გაწყვიტოს არანაირი კავშირები — მაგრამ არც დაემორჩილოს ქვეყნისთვის საზიანო ზეწოლას; არ ეძებოს ახალი მფარველები — არამედ მაქსიმალურად გაზარდოს სხვების დამოკიდებულება ჩვენზე. ეს უკვე აღარ არის პატარა სახელმწიფოების პოლიტიკა — ეს არის ზრდასრული, სუვერენული მოთამაშის პოლიტიკა, რომელიც თავად განსაზღვრავს თავისი მონაწილეობის ფასს ნებისმიერ სისტემაში,” — წერს დავით ქართველიშვილი.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

გორდულაძე: როდესაც „ქართული ოცნების“ გუნდის ინიცირებით საქართველოს პარლამენტი იღებს შესაბამის ცვლილებებს კანონებში და ქმნის ახალ კანონებს, აქ მთავარი პრინციპი არის ადამიანის უფლებების დაცვა

გორდულაძე: როდესაც „ქართული ოცნების“ გუნდის ინიცირებით საქართველოს პარლამენტი იღებს შესაბამის ცვლილებებს კანონებში და ქმნის ახალ კანონებს, აქ მთავარი პრინციპი არის ადამიანის უფლებების დაცვა

იმედი

არჩილ გორდულაძე: სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენელს სახეში რომ არტყამს კონკრეტული ქალბატონი, ეს თუ გმირობაა, მაშინ რატომ არ არის გმირი ის ქალბატონი, რომელიც მაკრონს სახეში ურტყამს

არჩილ გორდულაძე: სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენელს სახეში რომ არტყამს კონკრეტული ქალბატონი, ეს თუ გმირობაა, მაშინ რატომ არ არის გმირი ის ქალბატონი, რომელიც მაკრონს სახეში ურტყამს

იმედი

რატი იონათამიშვილი: მე რომ ხვალ დანაშაული ჩავიდინო, ზეგ გამოვიდე და ვიძახო, ვარ ეტლით მოსარგებლე, ამიტომ არ უნდა დავისაჯო, თავის მართლებისას უფრო მეტად ამორალური, უსამართლო ვიქნები, ვიდრე დანაშაულის ჩადენისას

რატი იონათამიშვილი: მე რომ ხვალ დანაშაული ჩავიდინო, ზეგ გამოვიდე და ვიძახო, ვარ ეტლით მოსარგებლე, ამიტომ არ უნდა დავისაჯო, თავის მართლებისას უფრო მეტად ამორალური, უსამართლო ვიქნები, ვიდრე დანაშაულის ჩადენისას

იმედი

არჩილ გორდულაძე: კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებ მთლიანად ქართველ ერს და ქართველ ხალხს თანამედროვე სახელმწიფოს, თანამედროვე ქართველი ხალხის, ერის ჩამოყალიბებაში უდიდესი ღვაწლის მქონე ადამიანის, პატრიარქის გარდაცვალებას

არჩილ გორდულაძე: კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებ მთლიანად ქართველ ერს და ქართველ ხალხს თანამედროვე სახელმწიფოს, თანამედროვე ქართველი ხალხის, ერის ჩამოყალიბებაში უდიდესი ღვაწლის მქონე ადამიანის, პატრიარქის გარდაცვალებას

იმედი