მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. თამარ ცხადაძე: ჩემთვის ცოტა ბუნდოვანია, ოჯახური ღირებულება რა არის, ჩემი გაგებით, ოჯახური ღირებულებების დაცვა ოჯახების დაცვა იქნებოდა
თამარ ცხადაძე: ჩემთვის ცოტა ბუნდოვანია, ოჯახური ღირებულება რა არის, ჩემი გაგებით, ოჯახური ღირებულებების დაცვა ოჯახების დაცვა იქნებოდა

თამარ ცხადაძე: ჩემთვის ცოტა ბუნდოვანია, ოჯახური ღირებულება რა არის, ჩემი გაგებით, ოჯახური ღირებულებების დაცვა ოჯახების დაცვა იქნებოდა

იმედი|imedinews.ge

ჩემთვის ცოტა ბუნდოვანია, ოჯახური ღირებულება რა არის, მე ვიცი, რა არის ოჯახი და რატომ არის ოჯახი ღირებულება, მაგრამ ის, რაც იქნებოდა ჩემი გაგებით ოჯახური ღირებულებების დაცვა, იქნებოდა ოჯახების დაცვა, - განაცხადა გადაცემაში “ღია ეთერი - დებატები” ფილოსოფიის პროფესორმა, მოძრაობა „სოციალური დემოკრატიისთვის“ წარმომადგენელმა თამარ ცხადაძემ.

მისივე თქმით, ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის კანონი არაფერ შუაშია ოჯახთან და ახალგაზრდობის დაცვასთან. ცხადაძეს მიაჩნია, რომ ეს კანონი იყო “ქართული ოცნების” პროპაგანდისტული, წინასაარჩევნო ხრიკი.

“აქ უნდა გვესმჯელა ღირებულებებზე და მართალი გითხრათ, მე მეგონა, რომ თქვენ [“ქართული ოცნება”] ღირებულებებზე რაღაცას იტყოდით და ამის მიხედვით მომიწევდა საუბარი. რას გულისხმობთ ეროვნული ღირებულებებში, მე ამის მოსმენის იმედით მოვედი, იმედიც მქონდა, რომ ამაში რაღაც შეიძლება მინიმალური საერთო მოგვეძებნა. რატომღაც თქვენ დაიწყეთ ამ კანონზე [ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ] ლაპარაკი, რა კარგია ის. მაყურებლის და ჩვენი ძვირფასი დრო დახარჯეთ, ამ კანონის იმ ფაქტებით დასაბუთებით, რა ხდება თურმე ამერიკაში, შვედეთში და სადღაც. როდესაც ოჯახური ღირებულებების დაცვაზე ლაპარაკობთ, ჩემთვის ცოტა ბუნდოვანია, ოჯახური ღირებულება რა არის. მე ვიცი, რა არის ოჯახი და რატომ არის ოჯახი ღირებულება, მაგრამ ჩემი გაგებით, ოჯახური ღირებულებების დაცვა იქნებოდა ოჯახების დაცვა. ოჯახების დასაცავად ეს კანონი რას აკეთებს, იმ დროს როდესაც ოჯახების 44% ამბობს, რომ ფული არ ჰყოფნის საკვებზე, ან ფული ჰყოფნის მხოლოდ საკვებზე და ტანსაცმელზე?”, - განაცხადა თამარ ცხადაძემ.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

იონათამიშვილი: აშშ-ის პრეზიდენტი, ბრიტანეთის პრემიერი იძულებულები გახდნენ ისეთი მარტივი ჭეშმარიტება ეთქვათ, რომ კაცი კაცია და ქალი ქალია. ხომ ვერ წარმოიდგენდა ვინმე ხუთი, თუნდაც, ათი წლის წინ, რომ ამაზე საუბარი საჭირო გახდებოდა

აჭარის მთავრობის ადმინისტრაცია შეუერთდა აქციას - „დედამიწის საათი“

აჭარის მთავრობის ადმინისტრაცია შეუერთდა აქციას - „დედამიწის საათი“

იმედი

გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

იმედი

რატი იონათამიშვილი: ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ კანონმა პრევენციის მიმართულებით ეფექტური შედეგები გამოიღო

რატი იონათამიშვილი: ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ კანონმა პრევენციის მიმართულებით ეფექტური შედეგები გამოიღო

იმედი