
იონათამიშვილი: აშშ-ის პრეზიდენტი, ბრიტანეთის პრემიერი იძულებულები გახდნენ ისეთი მარტივი ჭეშმარიტება ეთქვათ, რომ კაცი კაცია და ქალი ქალია. ხომ ვერ წარმოიდგენდა ვინმე ხუთი, თუნდაც, ათი წლის წინ, რომ ამაზე საუბარი საჭირო გახდებოდა
„აშშ-ის პრეზიდენტი, დიდი ბრიტანეთის პრემიერი იძულებულები გახდნენ ისეთი მარტივი ჭეშმარიტება ეთქვათ, რომ კაცი კაცია და ქალი ქალია. ხომ ვერ წარმოიდგენდა ვინმე ხუთი, თუნდაც, ათი წლის წინ, რომ ამაზე საუბარი საჭირო გახდებოდა“, - განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი-დებატები“ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილმა.
მისი თქმით, არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ კანონი სულ ოთხ რამეს კრძალავს.
„ლგბტ საკითხების სწავლებას, მათ შორის, ბაღებსა და სკოლებში, ერთნაირსქესიანთა ქორწინებას, სქესის შეცვლის ოპერაციას, რასაკვირველია განსაკუთრებით არასრულწლოვანებში, პროპაგანდას.
როდესაც არსებობს კონკრეტულად დაგეგმილი, გრძელვადიანი, ძალიან აგრესიული კამპანიები, პროპაგანდის ყველაზე კლასიკური ელემენტებით, რომლებსაც აქვთ კონკრეტული მიზნები, რაც ნიშნავს ეროვნული იდენტობის გადაგვარებას, ამის მიმართულებით ჩვენ ვხედავთ, რომ ნამდვილად საგანგაშოა საკითხები. იქამდეც კი მივიდა ეს, რომ აშშ-ის პრეზიდენტი, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი იძულებულები გახდნენ ისეთი მარტივი ჭეშმარიტება ეთქვათ, რომ კაცი კაცია და ქალი ქალია. ამას ხომ ვერ წარმოიდგენდა ვინმე ხუთი, თუნდაც, შვიდი წლის წინ, ათი წლის წინ, რომ ამაზე საუბარი საჭირო გახდებოდა.
ბევრი რაღაც საინტერესოა ხოლმე, როდესაც ჩვენ ჩავუყრით საფუძველს და შემდეგ ვხედავთ, რომ სხვადასხვა ქვეყანა ამავდროულად იზიარებს, იგივე გამჭვირვალობასთან დაკავშირებით, ოჯახურ ღირებულებებთან დაკავშირებით. ამ ინიციატივის მთავარი შედეგი არის მომავლისკენ გათვლილი, იმ რისკების შეფასებით, რაც დღეს ასე ნიშანდობლივია“, - აღნიშნა რატი იონათამიშვილმა.
იმედი
წყარო: imedinews.ge