
იონათამიშვილი: რაც ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის კანონი მივიღეთ, არ განელებულა მოთხოვნები ცალკეული ევრობიუროკრატების მხრიდან კანონის გაუქმების და ამას აბამენ ჩარჩო დოკუმენტს, სადაც ამაზე საერთოდ არ არის საუბარი
2024 წლის შემდეგ, რაც ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის კანონი მივიღეთ, არ განელებულა მოთხოვნები ცალკეული ევრობიუროკრატების მხრიდან ამ კონკრეტული კანონის გაუქმების და ამას აბამენ იმ ჩარჩო დოკუმენტს, სადაც ამაზე საერთოდ არ არის საუბარი, - განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი-დებატები“ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილმა.
„ევროკავშირთან ინტეგრაციის მთავარი ჩარჩო-დოკუმენტი არის ასოცირების შეთანხმება. რატომ ხდება ისე, რომ რაც არ წერია ასოცირების შეთანხმებაში, შემდეგ ცალკეული ევრობიუროკრატების მხრიდან გახდა ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა საქართველოს მიმართ, რომ ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის კანონი უნდა გაუქმდეს. ევრორეზოლუციებიც კი მიიღეს ამასთან დაკავშირებით“, - აღნიშნა იონათამიშვილმა.
იმედი
წყარო: imedinews.ge