
ნინო წილოსანი: რადიკალების ბუნებრივი ხელწერა არის ეკლესიის დისკრედიტაცია. ცდილობენ არიონ სიტუაცია, დააპირისპირონ ერთმანეთს მღვდელმთავრები და ამით შექმნან ეკლესიაში ქაოსის შეგრძნება
რადიკალების ბუნებრივი ხელწერა არის ეკლესიის დისკრედიტაცია. ცდილობენ არიონ სიტუაცია, დააპირისპირონ ერთმანეთს მღვდელმთავრები და ამით შექმნან ეკლესიაში ქაოსის შეგრძნება, - განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ნინო წილოსანმა.
მისი თქმით, რადიკალები ჯერ კიდევ კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის სიცოცხლეში ცდილობდნენ ეკლესიის საქმეებში უხეშ ჩარევას.
„რადიკალების ბუნებრივი ხელწერა არის ეკლესიის საქმეებში უხეში ჩარევა და ეკლესიის დისკრედიტაცია. ამას ცდილობდნენ და არ გამოუვიდათ პატრიარქის სიცოცხლეში, მისი გარდაცვალების შემდგომ, როდესაც ეკლესიაში ასეთი მნიშვნელოვანი მომენტი დგას - ახალი პატრიარქის არჩევის პროცესი, რა თქმა უნდა ახლა მათ ინტერესშია, რომ ყველანაირად არიონ სიტუაცია, დააპირისპირონ ერთმანეთს მღვდელმთავრები და ამით შექმნან ეკლესიაში ქაოსის შეგრძნება“, - განაცხადა ნინო წილოსანმა.
იმედი
წყარო: imedinews.ge