მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. მარიამ ლაშხი ტატა ხვედელიანს: თუ პოლიტიკური კომენტარის გაკეთება გინდოდათ შეგეძლოთ და გამიკვირდა კიდეც, რომ არ დასვით და არ დაიცავით იმ ხალხის ინტერესი, რომელთაც, ალბათ, ახლა მესიჯი მოგწერეს, ჩუმად ზიხარო
მარიამ ლაშხი ტატა ხვედელიანს: თუ პოლიტიკური კომენტარის გაკეთება გინდოდათ შეგეძლოთ და გამიკვირდა კიდეც, რომ არ დასვით და არ დაიცავით იმ ხალხის ინტერესი, რომელთაც, ალბათ, ახლა მესიჯი მოგწერეს, ჩუმად ზიხარო

იმედი|imedinews.ge

განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ლაშხმა ორი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე სცენის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებაზე „გახარია-საქართველოსთვის“ წევრ ტატა ხვედელიანს უპასუხა.

ლაშხმა ხვედელიანს მიუთითა, რომ თუ ამ საკითხთან დაკავშირებით პოლიტიკური შეფასების გაკეთება სურდა, მას ამის შესაძლებლობა თეატრალური უნივერსიტეტის რექტორის გამოსვლის დროს ჰქონდა.

„ტატა შეგახსენებთ, თეატრალური უნივერსიტეტის რექტორის გამოსვლისას თქვენ გქონდათ შესაძლებლობა, თუ რაიმე პოლიტიკური კომენტარი გინდოდათ ამ თემასთან დაკავშირებით, შეგეძლოთ და გამიკვირდა კიდევაც რომ არ დასვით და არ დაიცავით იმ ხალხის ინტერესი, რომელთაც, ალბათ, ახლა მესიჯი მოგწერეს, ჩუმად ზიხარო. რაც შეეხება იმას, რომ ეს არის მანიპულაცია- არავის გამოუყენებია ინდულგენციად და დღესაც რომ შეხედოთ, ქართული თეატრი და ზოგადად, სახელოვნებო მიმართულება სრულიად დაცლილია რაიმე ტიპის ცენზურისგან. როდესაც ადამიანი სამართლებრივ ნორმას სცდება, ის არის ოსკარის ლაურეატი თუ თუნდაც, საფრანგეთის კულტურის სახე, მან სამართლებრივად პასუხი უნდა აგოს. ამიტომ, ვფიქრობ, რომ აქ, მსგავსი ტიპის განცხადებების ადგილი არ არის- პირიქით, თუ რაიმე მიღწევა გვაქვს, ზუსტად ის არის, რომ დღეს ნებისმიერი ინსტიტუცია დაცლილია მანიპულაციებისგან“, - მიმართა მარიამ ლაშხმა ხვედელიანს.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

რობერტ ფიცო: დაე, ევროკავშირმა დაივიწყოს სლოვაკეთის დახმარება ევროკავშირში უკრაინის დაჩქარებული გაწევრიანების საკითხში

რობერტ ფიცო: დაე, ევროკავშირმა დაივიწყოს სლოვაკეთის დახმარება ევროკავშირში უკრაინის დაჩქარებული გაწევრიანების საკითხში

იმედი

გივი მიქანაძემ აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელთან საქართველოში სამუშაო შეხვედრა გამართა

გივი მიქანაძემ აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელთან საქართველოში სამუშაო შეხვედრა გამართა

იმედი

პროკურატურამ ჯგუფურად წამების, გამოძალვის, ძარცვის, ძალადობის ორგანიზების და მასში მონაწილეობის ფაქტებზე 12 პირს ბრალდება წარუდგინა

პროკურატურამ ჯგუფურად წამების, გამოძალვის, ძარცვის, ძალადობის ორგანიზების და მასში მონაწილეობის ფაქტებზე 12 პირს ბრალდება წარუდგინა

იმედი

POLITICO: ზელენსკი ჰორმუზის სრუტის განბლოკვაში დახმარებას სთავაზობს

POLITICO: ზელენსკი ჰორმუზის სრუტის განბლოკვაში დახმარებას სთავაზობს

იმედი