
თამარ ტალიაშვილი კონგრესმენ ჯიმ ბეარდს შეხვდა
აშშ-ში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, თამარ ტალიაშვილმა შეხვედრა გამართა აშშ-ის კონგრესმენ, ჯიმ ბეარდთან (R), რომელიც ინდიანას შტატს წარმოადგენს და წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის, ასევე მეცნიერებისა და სოფლის მეურნეობის კომიტეტების წევრია.
კონგრესმენი ბეარდი აშშ-ის შეიარაღებული ძალების ვეტერანია და არაერთი სამხედრო ჯილდო აქვს მიღებული.
შეხვედრაზე მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობების განვითარებასა და გააქტიურებული დინამიკის შესახებ ისაუბრეს.
ხაზი გაესვა საქართველოს უნიკალურ გეოპოლიტიკურ მდებარეობას, ეკონომიკურ პოტენციალსა და ისტორიულ როლს „შუა დერეფნის“ განვითარების თვალსაზრისით.
თამარ ტალიაშვილმა მადლობა გადაუხადა ჯიმ ბეარდის საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის.
ინფორმაციას აშშ-ში საქართველოს საელჩო ავრცელებს.
იმედი
წყარო: imedinews.ge