
ირაკლი მეზურნიშვილი შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის საპარლამენტო ასამბლეის გენერალურ მდივანს შეხვდა
შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის საპარლამენტო ასამბლეაში (PABSEC) საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელი ირაკლი მეზურნიშვილი PABSEC-ის გენერალურ მდივანს ასაფ ჰაჯიევს შეხვდა.
საქართველო, როგორც თავმჯდომარე ქვეყანა, ივნისის ბოლოს შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის საპარლამენტო ასამბლეას უმასპინძლებს.
როგორც საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელმა ირაკლი მეზურნიშვილმა აღნიშნა, შეხვედრისას სწორედ შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის საპარლამენტო ასამბლეის სხდომის გამართვასთან დაკავშირებულ საორგანიზაციო საკითხებზე იმსჯელეს.
„შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის საპარლამენტო ასამბლეის სხდომა საქართველოში გაიმართება, რაც ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა ჩვენთვის. გენერალური ასამბლეის სხდომა კასპის მუნიციპალიტეტში ჩატარდება. საქართველოს ბევრი ქვეყნის წარმომადგენელი ეწვევა, რაც მნიშვნელოვანია რეგიონის განვითარებისა და პოპულარიზაციისთვის. დარწმუნებული ვარ, საქართველო ღირსეულად უმასპინძლებს ასამბლეას“, - განაცხადა ირაკლი მეზურნიშვილმა.
იმედი
წყარო: imedinews.ge