გიორგი ვოლსკი კობახიძე-რუბიოს სატელეფონო საუბარზე: ეს ზარი არ არის ჩვეულებრივი, ყოველდღიური მოვლენა. რუბიო არის სახელმწიფო მდივანი, რომელსაც სახელმწიფოს სახელით აქვს ლაპარაკის უფლებამოსილება

გიორგი ვოლსკი კობახიძე-რუბიოს სატელეფონო საუბარზე: ეს ზარი არ არის ჩვეულებრივი, ყოველდღიური მოვლენა. რუბიო არის სახელმწიფო მდივანი, რომელსაც სახელმწიფოს სახელით აქვს ლაპარაკის უფლებამოსილება

იმედი|imedinews.ge

„ეს ზარი არ არის ჩვეულებრივი, ყოველდღიური მოვლენა. რუბიო არის სახელმწიფო მდივანი, რომელსაც სახელმწიფოს სახელით აქვს ლაპარაკის უფლებამოსილება“, - განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე გიორგი ვოლსკიმ.

ვოლსკის თქმით, საქმიანი საუბარი, რომელიც ორივე მხარემ პოზიტიურად შეაფასა, მათთვის გასაგებია.

„ეს ზარი არ არის ჩვეულებრივი, ყოველდღიური მოვლენა. რუბიო არის სახელმწიფო მდივანი, რომელსაც სახელმწიფოს სახელით აქვს ლაპარაკის უფლებამოსილება. ასე, რომ საქმიანი საუბარი, რომელიც ორივე მხარემ პოზიტიურად შეაფასა, რასაკვირველია ჩვენთვის გასაგებია. გასაგებია მათთვის, ვინც ამის წინააღმდეგია და ზოგადად, საქართველოს სიკეთის წინააღმდეგია. ეს ისტერიკაში აგდებთ მათ, აქედან გამომდინარეობს ის არასწორი ინტერპრეტაციები, რომელსაც ხშირ შემთხვევაში ვისმენთ, გულდასაწყვეტია. კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს, რომ ჩვენ შიგნით გვყავს უსამშობლოთა ერთი დიდი ბრიგადა, რომელიც ყოველდღიურად ცდილობს ნებისმიერი საკითხი გამოიყენოს სათავისოდ თავისი ბნელი მიზნების მისაღწევად და თუკი რამ პოზიტიური ხდება, ამას ინტერპრეტაციას უკეთებს, რომელიც რეალობიდან მოწყვეტილია“, - აღნიშნა მან.

პრემიერი: პროდუქტიული სატელეფონო საუბარი მქონდა სახელმწიფო მდივანთან - ხაზი გავუსვით ჩვენი პარტნიორობის გადატვირთვის მნიშვნელობას და სამხრეთ კავკასიაში საქართველოს, როგორც ძლიერი პარტნიორის, როლის განმტკიცებას
გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია