მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესში ახალი პოლიტიკური ჯგუფი „პატრიოტები ევროპისთვის“ შეიქმნა
ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესში ახალი პოლიტიკური ჯგუფი „პატრიოტები ევროპისთვის“ შეიქმნა

ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესში ახალი პოლიტიკური ჯგუფი „პატრიოტები ევროპისთვის“ შეიქმნა

იმედი|imedinews.ge

სტრასბურგში მიმდინარე ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის 50-ე პლენარულ სესიაზე, რომელსაც თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე ზურაბ აბაშიძე და თბილისის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარე ნინო ვარდოსანიძე ესწრებიან, პარტია „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების მონაწილეობით, ახალი პოლიტიკური ჯგუფი „პატრიოტები ევროპისთვის კონგრესში“ („Patriots for Europe in Congress“) შეიქმნა. ინფორმაციას თბილისის საკრებულო ავრცელებს.

ჯგუფის ვიცე-პრეზიდენტად თბილისის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარე და ქართული დელეგაციის ხელმძღვანელის მოადგილე ნინო ვარდოსანიძე აირჩიეს. „პატრიოტები ევროპისთვის კონგრესში“ ამ ეტაპზე 6 ქვეყნის- საქართველოს, უნგრეთის, ავსტრიის, ჩეხეთის, იტალიისა და ესპანეთის პოლიტიკური ფრაქციების წარმომადგენლებისგან შედგება.

პოლიტიკურ ჯგუფს უნგრეთის წარმომადგენელი ანა მაგიარი ხელმძღვანელობს (Fidesz-KDNP) და მისი ვიცე-თავმჯდომარე, ნინო ვარდოსანიძესთან ერთად, ჩეხი რიჩარდ ვერესი (ANO 2011) გახდა.

ჯგუფის მიზანი სუვერენიტეტის მომხრე, პატრიოტი ევროპელი პოლიტიკოსების თანამშრომლობის გაძლიერებაა. ჯგუფი ეროვნული უსაფრთხოების დაცვის საკითხებზე იმუშავებს და სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე კონგრესში აღნიშნულ პოლიტიკურ ჯგუფში შემავალი ფრაქციების წარმომადგენლების მოსაზრებების გაჟღერებას უზრუნველყოფს.

როგორც ნინო ვარდოსანიძემ განაცხადა, პოლიტიკური ჯგუფის შექმნა დროული და აუცილებელი იყო. მისივე თქმით, აღნიშნული ჯგუფი შესაძლებლობას მისცემს კონგრესის წევრებს საქმიანობისას უფრო ქმედითები და აქტიურები იყვნენ. როგორც ნინო ვარდოსანიძემ განაცხადა, პოლიტიკური ჯგუფის წევრებმა ერთმანეთის დახმარების პირობა დადეს.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ჰეგსეტი: აშშ ბომბებით აწარმოებს მოლაპარაკებებს, ვიდრე ირანი თავის ამბიციებზე უარს არ იტყვის

ჰეგსეტი: აშშ ბომბებით აწარმოებს მოლაპარაკებებს, ვიდრე ირანი თავის ამბიციებზე უარს არ იტყვის

იმედი

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა „ადამიანის სისხლისა და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების შესახებ“ კანონში ცვლილებებს მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა „ადამიანის სისხლისა და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების შესახებ“ კანონში ცვლილებებს მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა

იმედი

ჰეგსეტმა განაცხადა, რომ ირანის წინააღმდეგ ომში მომდევნო რამდენიმე დღე გადამწყვეტი იქნება

ჰეგსეტმა განაცხადა, რომ ირანის წინააღმდეგ ომში მომდევნო რამდენიმე დღე გადამწყვეტი იქნება

იმედი

პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა ცვლილებას, რომელიც ატმოსფერული ჰაერის, ნიადაგისა და წყლის დაბინძურებისთვის სანქციების დაწესებას ითვალისწინებს

პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა ცვლილებას, რომელიც ატმოსფერული ჰაერის, ნიადაგისა და წყლის დაბინძურებისთვის სანქციების დაწესებას ითვალისწინებს

იმედი