დავით მათიკაშვილი: ყველა, ვინც არ ემიჯნება ალეკო ელისაშვილს, არ გმობს ამ ტერაქტს და ტერორიზმს, პრაქტიკულად არის ამ ყველაფრის თანამონაწილე

დავით მათიკაშვილი: ყველა, ვინც არ ემიჯნება ალეკო ელისაშვილს, არ გმობს ამ ტერაქტს და ტერორიზმს, პრაქტიკულად არის ამ ყველაფრის თანამონაწილე

იმედი|imedinews.ge

ყველა, ვინც არ ემიჯნება ალეკო ელისაშვილს, არ გმობს ამ ტერაქტს და ტერორიზმს, პრაქტიკულად არის ამ ყველაფრის თანამონაწილე, - განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილმა.

„ეს არის დანაშაული საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ. პრაქტიკულად ჩამოიხსნა რადიკალურმა ოპოზიციამ ნიღაბი და საკუთარი სახე მთელ საზოგადოებას დაანახა. ყველა ის ადამიანი, ვინც არ ემიჯნება ალეკო ელისაშვილს, პარტია „ლელო", რომელიც პრაქტიკულად არ გმობს ტერაქტს და ტერორიზმს, არ ემიჯნება მას, ასევე, მათი პოლიტიკური ოჯახის წევრები ევროკავშირიდან, ისინი პრაქტიკულად გარკვეულწილად არიან ამ ყველაფრის თანამონაწილე“,- აღნიშნა მათიკაშვილმა.

თბილისის საქალაქო სასამართლოში ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობის ბრალდებით დაკავებული ალეკო ელისაშვილის სასამართლო პროცესი გადაიდო. დღესვე სასამართლო განიხილავს ალეკო ელისაშვილისთვის ტერორისტული აქტის ჩადენის მეორე ეპიზოდზე წარდგენილ ბრალდებას.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია