გიორგი ვოლსკი კობახიძე-რუბიოს სატელეფონო საუბარზე: პოლიტიკური ოპონენტების რეაქციაზე ერთი სიტყვა შეიძლება ვთქვათ მხოლოდ, რომ ეს არის ისტერიკა. დიდი გამოცდილება აქვთ ხელოვნური ისტერიკის შექმნაში, არაჯანსაღი სიტუაციების ფორმირებაში

გიორგი ვოლსკი კობახიძე-რუბიოს სატელეფონო საუბარზე: პოლიტიკური ოპონენტების რეაქციაზე ერთი სიტყვა შეიძლება ვთქვათ მხოლოდ, რომ ეს არის ისტერიკა. დიდი გამოცდილება აქვთ ხელოვნური ისტერიკის შექმნაში, არაჯანსაღი სიტუაციების ფორმირებაში

იმედი|imedinews.ge

პოლიტიკური ოპონენტების რეაქციაზე ერთი სიტყვა შეიძლება ვთქვათ მხოლოდ, რომ ეს არის ისტერიკა, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე გიორგი ვოლსკიმ კობახიძე-რუბიოს სატელეფონო საუბართან დაკავშირებით რადიკალების რეაქციაზე.

ვოლსკის თქმით, რადიკალებს დიდი გამოცდილება აქვთ ხელოვნური ისტერიკის შექმნაში, ატეხაში, არაჯანსაღი სიტუაციების ფორმირებაში.

„პოლიტიკური ოპონენტების რეაქციაზე ერთი სიტყვა შეიძლება ვთქვათ მხოლოდ, რომ ეს არის ისტერიკა. ისტერიკაა, მაგრამ დაგეგმილი, დახვეწილი, როგორც სჩვევიათ ისტერიკა გაერთიანებულ „ნაცმოძრაობას“. დიდი გამოცდილება აქვთ ხელოვნური ისტერიკის შექმნაში, ატეხაში, არაჯანსაღი სიტუაციების ფორმირებაში. იქ, სადაც არაფერი ხდება, შეუძლიათ ისაუბრონ რომ ჩამოიქცა, დაინგრა ქვეყანა. ისეთი შთაბეჭდილებაა, რომ ხანდახან ფანჯარას რომ გამოაღებ, ფიქრობ იქ უნდა დაგხვდეს აფეთქებები და ჩამონგრეული შენობები, სისხლის მდინარეები. აი, ეს არის მათი ხელწერა“, - აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.

რაც შეეხება უშუალოდ სატელეფონო საუბარს, ვოლსკის განცხადებითვე, ეს საუბარი პოზიტიური და ყოველმხრივ მნიშვნელოვანია.

პრემიერი: პროდუქტიული სატელეფონო საუბარი მქონდა სახელმწიფო მდივანთან - ხაზი გავუსვით ჩვენი პარტნიორობის გადატვირთვის მნიშვნელობას და სამხრეთ კავკასიაში საქართველოს, როგორც ძლიერი პარტნიორის, როლის განმტკიცებას
გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია