სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) ევროპის და ცენტრალური აზიის რეგიონულ დირექტორთან ფლორენს ბაუერთან შეხვედრა გამართა

სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) ევროპის და ცენტრალური აზიის რეგიონულ დირექტორთან ფლორენს ბაუერთან შეხვედრა გამართა

იმედი|imedinews.ge

სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) ევროპის და ცენტრალური აზიის რეგიონულ დირექტორთან ფლორენს ბაუერთან შეხვედრა გამართა.

სახელმწიფო მინისტრმა აღნიშნა საერთაშორისო ორგანიზაციებისა და პარტნიორების როლი და აქტიური ჩართულობის გაგრძელების მნიშვნელობა ხელოვნურად გაყოფილ საზოგადოებას შორის ნდობის აღდგენისა და ხალხთაშორისი კონტაქტების გაღრმავების ხელშეწყობის მიზნით. ამ კუთხით, თეა ახვლედიანმა მადლიერება გამოთქვა გაეროს მოსახლეობის ფონდის ჩართულობისა და განხორციელებული საქმიანობისთვის საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე.

სახელმწიფო მინისტრმა რეგიონულ დირექტორს გააცნო შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის განხორციელების პროცესში მიღწეული პროგრესი და სამომავლო ხედვები, რაც კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებასა და ხელოვნურად გაყოფილ საზოგადოებას შორის საერთო ინტერესებზე დაფუძნებული დიალოგისა და ნდობის აღდგენის გაღრმავებას ისახავს მიზნად. შეხვედრაზე, ასევე, განხილული იქნა ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებათა და ჰუმანიტარული კუთხით არსებული ვითარება და მიმდინარე ოკუპაციის მძიმე შედეგები.

მხარეები მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ.

ინფორმაციას სახელმწიფო მინისტრის აპარატი ავრცელებს.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია