მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. პარლამენტმა „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტი მიიღო
პარლამენტმა „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტი მიიღო

პარლამენტმა „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტი მიიღო

იმედი|imedinews.ge

პარლამენტმა 81 ხმით „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტი მესამე მოსმენით მიიღო, - ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

უწყების ცნობით, ცვლილებების პროექტი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ გენადი არველაძემ წარადგინა.

„მისი განმარტებით, საკანონმდებლო ცვლილება ასოცირების შეთანხმების ვალდებულებიდან გამომდინარე მომზადდა და მიზნად ისახავს პროდუქტის ბაზარზე ზედამხედველობის და ტექნიკური ზედამხედველობის განხორციელების წესების შემოღებას. ცვლილებების თანახმად, მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტების ექსპლუატაციისას უსაფრთხოების წესების დარღვევისათვის დადგენილი ჯარიმები ამ დარღვევების შედეგად მოსალოდნელი საფრთხეების შესაბამისი გახდება.

კანონპროექტი მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტების მფლობელებისთვის პრევენციული ხასიათის მიდგომასაც ითვალისწინებს, რომლის მიხედვით, გაზრდილი ჯარიმების შემთხვევაში უფრო მეტი ყურადღება მიექცევა ობიექტებზე უსაფრთხოების წესების დაცვას, რაც თავის მხრივ, შეამცირებს იმ საფრთხეებს, რომელიც შეიძლება მიადგეს ადამიანის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას, საკუთრებას ან გარემოს“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ხულოს მუნიციპალიტეტის მერია მიმდინარე წელს მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის უზრუნველყოფის მიზნით 19 მიზნობრივ პროგრამას ახორციელებს, რომელთა საერთო ბიუჯეტი 4 მილიონ 350 ათას ლარს აღემატება

ტრამპი სტარმერს: თქვენ ფლოტი არ გყავთ. თქვენი ძალიან ძველი ავიამზიდები არ მუშაობენ

ტრამპი სტარმერს: თქვენ ფლოტი არ გყავთ. თქვენი ძალიან ძველი ავიამზიდები არ მუშაობენ

იმედი

გრიგოლ გიორგაძე სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის წარმომადგენლებს შეხვდა

გრიგოლ გიორგაძე სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის წარმომადგენლებს შეხვდა

იმედი

ფლორიან ფილიპომ ევროკავშირის დროშას ფერადი რევოლუციების დროშა უწოდა

ფლორიან ფილიპომ ევროკავშირის დროშას ფერადი რევოლუციების დროშა უწოდა

იმედი