მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ნიკოლოზ სამხარაძე: სლოვაკეთი საქართველოს ერთ-ერთი მთავარი და ერთგული მხარდამჭერია ევროინტეგრაციის გზაზე. ჩვენ სლოვაკეთის ხელისუფლებასთან ღირებულებითი თანხვედრა გვაქვს
ნიკოლოზ სამხარაძე: სლოვაკეთი საქართველოს ერთ-ერთი მთავარი და ერთგული მხარდამჭერია ევროინტეგრაციის გზაზე. ჩვენ სლოვაკეთის ხელისუფლებასთან ღირებულებითი თანხვედრა გვაქვს

ნიკოლოზ სამხარაძე: სლოვაკეთი საქართველოს ერთ-ერთი მთავარი და ერთგული მხარდამჭერია ევროინტეგრაციის გზაზე. ჩვენ სლოვაკეთის ხელისუფლებასთან ღირებულებითი თანხვედრა გვაქვს

იმედი|imedinews.ge

სლოვაკეთი არის საქართველოს ერთ-ერთი მთავარი და ერთგული მხარდამჭერი ევროინტეგრაციის გზაზე. ჩვენ სლოვაკეთის ხელისუფლებასთან ღირებულებითი თანხვედრა გვაქვს, - განაცხადა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ სლოვაკეთში საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტის დეტალებზე საუბრისას.

მისივე თქმით, აღნიშნულიდან გამომდინარე საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის ვიზიტი განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს.

„ჩვენ გვექნება საშუალება, რომ ვისაუბროთ ორმხრივი ურთიერთობების თემატიკაზე. ასევე, ვისაუბროთ იმ უსამართლო მიდგომაზე, რომელიც ევროკავშირის ბიუროკრატებს, ბრიუსელს აქვს საქართველოსთან მიმართებაში. თქვენ იცით, რომ სლოვაკეთი ყოველთვის გამოდის ამ უსამართლო მიდგომის წინააღმდეგ.

ჩვენ ასევე საშუალება გვექნება, ვისაუბროთ იმ პრობლემებზე, რომელიც სლოვაკეთს შეექმნა რუსეთ-უკრაინის ომიდან გამომდინარე და რომელიც საქართველოს შეექმნა რუსეთ-უკრაინის ომიდან და მათ შორის, ოკუპაციიდან გამომდინარე. ჩვენ მათ ამ ინფორმაციას მივაწვდით.

გვექნება საშუალება, რომ ერთმანეთს გავუცვალოთ მოსაზრებები ახლოაღმოსავლეთის კონფლიქტზე და რა გავლენას ახდენს ეს ყველაფერი როგორც ევროკავშირზე, ასევე შავი ზღვის რეგიონზე მთლიანად“, - განაცხადა სამხარაძემ.

სლოვაკეთის პრეზიდენტის სასახლეში საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ ყაველაშვილის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა. იგი ბრატისლავაში მაღალი რანგის შეხვედრებს გამართავს.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ზაზა ლომინაძე: მინდა აუტისტური სპექტრის თითოეულ ბავშვს ჯანმრთელობა ვუსურვო და მათ ოჯახებს - სულიერი სიმტკიცე

ზაზა ლომინაძე: მინდა აუტისტური სპექტრის თითოეულ ბავშვს ჯანმრთელობა ვუსურვო და მათ ოჯახებს - სულიერი სიმტკიცე

იმედი

წყნეთში დევნილთა პოლიკლინიკის ახალი შენობა აშენდება

წყნეთში დევნილთა პოლიკლინიკის ახალი შენობა აშენდება

იმედი

აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი ზამურ ჭითანავა საგანმანათლებლო-სარეაბილიტაციო დღის ცენტრ „განთიადის“ ბენეფიციარებს ესტუმრა

აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი ზამურ ჭითანავა საგანმანათლებლო-სარეაბილიტაციო დღის ცენტრ „განთიადის“ ბენეფიციარებს ესტუმრა

იმედი

დღეს არჩილ ტატუნაშვილის დაბადების დღეა - ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის წარმომადგენლები მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე იმყოფებოდნენ და მის ხსოვნას პატივი კიდევ ერთხელ მიაგეს

დღეს არჩილ ტატუნაშვილის დაბადების დღეა - ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის წარმომადგენლები მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე იმყოფებოდნენ და მის ხსოვნას პატივი კიდევ ერთხელ მიაგეს

იმედი