
აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი ზამურ ჭითანავა საგანმანათლებლო-სარეაბილიტაციო დღის ცენტრ „განთიადის“ ბენეფიციარებს ესტუმრა
იმედი|imedinews.ge
2 აპრილი აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღეა.
ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ამ დღესთან დაკავშირებით, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი ზამურ ჭითანავა, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად ბოლნისის საგანმანათლებლო-სარეაბილიტაციო დღის ცენტრ „განთიადის“ ბენეფიციარებს ესტუმრა და ტკბილეული გადასცა.
ცენტრის ბენეფიციარები სტუმრების წინაშე მუსიკალური ნომრებით წარდგნენ. ზამურ ჭითანავამ დღის ცენტრი დაათვალიერა, არსებულ საჭიროებებს გაეცნო და ცენტრის ხელმძღვანელობასა და ბენეფიციარებს მხარდაჭერა აღუთქვა.
საგანმანათლებლო-სარეაბილიტაციო დღის ცენტრი „განთიადი“, რომელიც ქალაქ ბოლნისში 2009 წლიდან ფუნქციონირებს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს სხვადასხვა სერვისს სთავაზობს.
გაზიარება:
IM
იმედი
წყარო: imedinews.ge