
სლოვაკეთის პრეზიდენტი პეტერ პელეგრინი: მოხარული ვარ, ძალიან კარგი გზავნილია სლოვაკეთისა და საქართველოსთვის, რომ იანვრიდან ხორციელდება ქალაქ ბრატისლავასა და ქალაქ ქუთაისს შორის პირდაპირი ფრენები
მოხარული ვარ, ძალიან კარგი გზავნილია სლოვაკეთისა და საქართველოსთვის, რომ იანვრიდან ხორციელდება ქალაქ ბრატისლავასა და ქალაქ ქუთაისს შორის პირდაპირი ფრენები, - განაცხადა სლოვაკეთის პრეზიდენტმა საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე.
ამასთან, პეტერ პელეგრინის თქმით, სლოვაკეთსა და საქართველოს შორის იზრდება ორმხრივი ვაჭრობის მაჩვენებლები, მაგრამ ჯერჯერობით არასაკმარისად იყენებენ ამ ინსტრუმენტს.
„მოხარული ვარ, რომ ინტენსიფიკაციას განიცდის ორმხრივი ურთიერთობები პოლიტიკურ დონეზე. საქართველოს კულტურის მინისტრი ქალაქ ტრენჩინში იმყოფებოდა ვიზიტით თებერვალში მაშინ, როდესაც ხდებოდა აღნიშვნა იმ ფაქტისა, რომ ქალაქი ტრენჩინი გამოცხადდა ევროპის კულტურის დედაქალაქად. ასევე, საქართველოს დიპლომატიური მისია ეწვია ბრატისლავას თებერვალში. მინისტრთაშორისი თანამშრომლობა, მნიშვნელოვანია ასევე საპარლამენტო ურთიერთობები ორმხრივი ურთიერთობების ჭრილში. სლოვაკეთის ეროვნული საბჭოს თავმჯდომარესთან ბატონი პრეზიდენტის დღევანდელი შეხვედრით, დარწმუნებული ვარ, საპარლამენტო დიალოგი გაღრმავდება. მოხარული ვარ და ძალიან კარგი გზავნილია სლოვაკეთისა და საქართველოსთვის, რომ იანვრიდან ხორციელდება ქალაქ ბრატისლავასა და ქალაქ ქუთაისს შორის პირდაპირი ფრენები, რომელსაც დიდი წვლილი შეაქვს ტურიზმის განვითარებაში. ასევე, იგი ახორციელებს ინტენსიფიკაციას პიროვნებათა შორის კონტაქტისა, თანამშრომლობისა საქართველოსა და სლოვაკეთს შორის, არა მხოლოდ ტურიზმის, ვაჭრობის, არამედ სკოლებსა და უნივერსიტეტებს შორის.
სლოვაკეთსა და საქართველოს შორის იზრდება ორმხრივი ვაჭრობის მაჩვენებლები, მაგრამ ჯერჯერობით არასაკმარისად ვიყენებთ ამ ინსტრუმენტს. ვაჭრობა გვანახებს, რომ გვაქვს პოტენციალი ეკონომიკებში. გაცილებით უკეთესი პოტენციალი, მაგრამ, დარწმუნებული ვარ, დიდ პროგრესს მივაღწევთ ამ მიმართულებით. სლოვაკეთს ბევრი რამ შეუძლია, შესთავაზოს საქართველოს, განსაკუთრებით მწვანე ტექნოლოგიის, წყლის სფეროს მართვის და ინფრასტრუქტურულ პროექტებთან დაკავშირებით. მინდა, მოვუწოდო ბიზნესებს და მეწარმეებს სლოვაკეთიდან და საქართველოდან, უფრო მეტი ინტერესი გამოხატონ ამ რეგიონის მიმართულებით, უფრო აქტიური იყვნენ საინვესტიციო, პროექტების განხორციელების სფეროში.
გასულ წელს შეიქმნა სლოვაკეთსა და საქართველოს შორის მთავრობათაშორისო კომისია ეკონომიკური თანამშრომლობის მიმართულებით და მიმდინარე წელს პირველი შეხვედრა არის ჩანიშნული. საქართველო გახლავთ ერთ-ერთი პრიორიტეტი, მოხარული ვარ, რომ დღემდე სლოვაკეთმა განახორციელა 80 განვითარების პროექტი, რომლის ღირებულება უდრის სამ მილიონ ევროს. ასევე, უნდა აღვნიშნოთ, რომ ყოველწლიურად ჩვენ ვიღებთ სტუდენტებს საქართველოდან და ჩვენს სკოლებში ისინი იღებენ სამთავრობო სტიპენდიებს. მიმდინარე წელს გრანტების რაოდენობა იქნება უფრო მაღალი სტუდენტებისთვის საქართველოდან, ისინი მიიღებენ განათლებას ჩვენს უნივერსიტეტებში და მათი რიცხვი გაიზრდება“, - აღნიშნა მან.
იმედი
წყარო: imedinews.ge