კომუნიკაციების კომისია ტელევიზიების მიერ კანონმდებლობის შესაძლო დარღვევების ფაქტებს განიხილავს

კომუნიკაციების კომისია ტელევიზიების მიერ კანონმდებლობის შესაძლო დარღვევების ფაქტებს განიხილავს

იმედი|imedinews.ge

კომუნიკაციების კომისია ტელევიზიების მიერ კანონმდებლობის შესაძლო დარღვევების ფაქტებს განიხილავს.

სხდომა ამ წუთებშიც მიმდინარეობს. კომისიამ „ფორმულას“ შემთხვევაში 20 სავარაუდო დარღვევა გამოავლინა, 18 დარღვევა - „ტვ პირველზე“, 7 - „პოს ტვ“-ის შემთხვევაში და 4 - „იმედზე“. კომისიის დასკვნა 8 აპრილს გახდება ცნობილი.

„არავითარი თვითმიზანი, რომ აქ რაღაც სადამსჯელო ღონისძიებები იყოს გატარებული და რაღაც სანქციებით შემოიფარგლოს, ეს თვითმიზანი კომისიას არ აქვს. შემიძლია, მზაობა კიდევ დაგიდასტუროთ, რომ თუ რაღაცები რჩება კიდევ გაუგებარი იმის მიღმა, რომ არსებობს კანონი, არსებობს რაღაც მიღებული გიდლაინები, არსებობს ძალიან ბევრი რამ, რის მიხედვითაც შეიძლება, ხელმძღვანელობდეს მაუწყებელი და თუ დღევანდელი მოცემულობით მაინც რჩება საკითხები, რომლებიც შესაძლოა, ჩემთვის გასაკვირი იყოს, მაგრამ რადგანაც ეს საკითხები გაურკვეველი რჩება, შეხვედრის მზაობას დაგიდასტურებთ“, - აღნიშნა სხდომაზე კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარემ, გოგა გულორდავამ.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია