ირაკლი ქადაგიშვილის შეფასებით, არასამთავრობოების წარმომადგენლები ქვეყნის შეგნებულად დაზიანებას ცდილობენ

ირაკლი ქადაგიშვილის შეფასებით, არასამთავრობოების წარმომადგენლები ქვეყნის შეგნებულად დაზიანებას ცდილობენ

იმედი|imedinews.ge

პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ქადაგიშვილი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების ნიდერლანდების პარლამენტში სიტყვით გამოსვლას გამოეხმაურა.

მისი შეფასებით, არასამთავრობოების წარმომადგენლები ქვეყნის შეგნებულად დაზიანებას ცდილობენ.

„მათ ჰყავთ სპეკულაციის დამკვეთებიც და მიმღებებიც, რომ რამენაირად, საქართველოსთან მიმართებაში ისეთი შეზღუდვები, ან რაიმე პოლიტიკა გაატაროს დასავლეთმა, რომ საქართველო დააზიანონ. ესენი ფიქრობენ, რომ თუ არ დაზიანდა ქვეყანა, თუ არ შეილახა ეკონომიკური ან მოსახლეობის სხვა ინტერესები და ამით საზოგადოებაში უკმაყოფილება თუ არ დაიბადა, ისე მათ არანაირი პოზიტივი არ აქვთ და მოსახლეობა მათ, როგორც ხელისუფალს ვერ აღიქვამს“,- აღნიშნა ქადაგიშვილმა.

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ამჯერად ნიდერლანდების პარლამენტში გამოვიდნენ სიტყვით. გამომსვლელებს შორის არის ეკა გიგაური, რომელიც სანქციების მნიშვნელობაზე და დამატებითი მექანიზმების მოძიების აუცილებლობაზე საუბრობს. მმართველი გუნდის შეფასებით ოპოზიციის და მათი მხარდამჭერების მთავარი მიზანი ხელისუფლების ცვლილებაა, შესაბამისად, ქვეყანაში დესტაბილიზაცია მათ ინტერესებში შედის.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია