პრეზიდენტი ნიდერლანდების პარლამენტში „ენჯეოების“ გამოსვლაზე: დაინახა საზოგადოებამ, რომ არანაირი შესაძლებლობები მათ არ გააჩნიათ. ერთადერთი შესაძლებლობა არის ჩვენდა სამწუხაროდ, სწორედ გარე ძალების მიერ მათი დაფინანსება

პრეზიდენტი ნიდერლანდების პარლამენტში „ენჯეოების“ გამოსვლაზე: დაინახა საზოგადოებამ, რომ არანაირი შესაძლებლობები მათ არ გააჩნიათ. ერთადერთი შესაძლებლობა არის ჩვენდა სამწუხაროდ, სწორედ გარე ძალების მიერ მათი დაფინანსება

იმედი|imedinews.ge

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ნიდერლანდების პარლამენტში „ენჯეოების“ სიტყვით გამოსვლას გამოეხმაურა.

მისი თქმით, სიტყვით გამომსვლელებიდან ყველა წარმოადგენს „ნაციონალურ მოძრაობას“ და საზოგადოებას კარგად ახსოვს თუ როგორ ითხოვდნენ ეს ადამიანები საქართველოს ომში ჩართვას.

როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, ისინი ყველა გზით ცდილობენ სახელმწიფოს დაზიანებას.

„ეს არ არის ახალი ჩვენი საზოგადოებისთვის, განსაკუთრებით უკრაინაში დაწყებული საომარი მოქმედებების შემდეგ, კიდევ უფრო მკაფიოდ გამოიკვეთა ამ ძალების არსებობა. აღარ დამალეს და პირდაპირი ზეწოლა ხორციელდებოდა ჩვენს ხელისუფლებაზე გარედან და აქ, რადიკალური ოპოზიციის და არასამთავრობო ორგანიზაციების საშუალებით. აქციები მოაწყვეს. ხომ ვიცით რა უნდოდათ მათ?! უნდოდათ, რომ სანქციები დაგვეწესებინა რუსეთისთვის, მოხალისეები გაგვეგზავნა და იარაღი გაგვეგზავნა უკრაინისთვის. ზუსტად ერთ კვირაში, ამერიკის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ მოხალისეების გაგზავნა ნებისმიერი ქვეყნიდან ეს ნიშნავს, რომ ომში ერთვება ეს ქვეყანა. ეს ადამიანები ითხოვდნენ ამას ჩვენი ხელისუფლებისგან. ეს ხომ ომში ჩართვა იყო პირდაპირი მნიშვნელობით. ჩვენ ამას გავუძელით.

დაინახა საზოგადოებამ, რომ არანაირი შესაძლებლობები მათ არ გააჩნიათ. ერთადერთი შესაძლებლობა არის ჩვენდა სამწუხაროდ, სწორედ გარე ძალების მიერ მათი დაფინანსება, რომელსაც მივყვებით ნაბიჯ-ნაბიჯ და კანონის საშუალებით ვამხელთ და ვუზღუდავთ. როგორ წარმოგიდგენიათ სუვერენული ქვეყანა, რომელსაც გააჩნია პოლიტიკა, პოლიტიკური პარტიები და სხვა ქვეყნის დაფინანსებით ხდებოდეს მათი დაფინანსება. ეს ხომ წარმოუდგენელია?!“, - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

მისი თქმით, საზოგადოებას კარგად ახსოვს ის დღე, როდესაც არასამთავრობო ორგანიზაციები ხელისუფლების გადაბარებაზე ღიად საუბრობდნენ.

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ამჯერად ნიდერლანდების პარლამენტში გამოვიდნენ სიტყვით, გამომსვლელებს შორის იყო ეკა გიგაური, რომელმაც სანქციების მნიშვნელობაზე და დამატებითი მექანიზმების მოძიების აუცილებლობაზე ისაუბრა.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია